შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალა

შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალარამდენიმე დღის წინ შარტავას ქუჩაზე თვითმკვლელობის მცდელობის დროს დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ზურაბ ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი