ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 39 წლის როინ ბედიანაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. გორის პროკურორმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით უზენაესს სასამართლოს მიმართა, თუმცა, 2017 წლის 27 ივნისს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე. მსჯავრდებულის ადვოკატმა სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, რადგან, მისი პოზიციით, აწ გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალთან, ურთიერთობის დამყარებას […]
კატეგორია: სამართალი
მაგდა პაპიძე პრეზიდენტისგან შეწყალებას ითხოვს – ,,მიმართვა არ ნიშნავს აღიარებას“
მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ შეწყალების თხოვნით შესაძლოა პრეზიდენტს მიმართოს. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „პრაიმტაიმთან“ მსჯავრდებულის დამ, ლანა პაპიძემ, ისაუბრა. მისი თქმით პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა დანაშაულის აღიარებას არ ნიშნავს: – დღეს ჩემი და არის მსხვერპლი, რომელსაც მოუკლეს ქმარ-შვილი და რომელსაც უსაშინლესი ცილი დასწამეს. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტმა, იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს, უნდა მიიღოს […]
ზაჰესში 4 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა – 6 პირი დაშავდა
ზაჰესში 4 მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხადარის შედეგად მსუბუქად დაშავდა 6 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით უკვე დაიწყი, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
რუსთავში სასწრაფოს ექიმი სცემეს
რუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს და მძღოლს სცემეს. შემთხვევა მე-6 მიკრორაიონში მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ეკიპაჟი გამოძახებაზე გავიდა, ექიმმა პაციენტს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ავადმყოფის თანმხლებმა სამმა პირმა რეანომობილში ასვლა ისურვა, რაზეც სასწრაფოს პერსონალის მხრიდან უარი მიიღეს. აღნიშნულ ფაქტს სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ექიმი, […]
ქობულეთში, ზღვაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
ქობულეთში, ზღვაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სამაშველო სამსახურის 45 თანამშრომელი იყო ჩართული. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. 12 წლის მოზარდი ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალქალაქი – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ყოფილი დეპუტატი სამველ პეტროსიანი მოკვლით დაემუქრა
ახალქალაქში, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჰასმიკ მარანგოზიანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა სამველ პეტროსიანმა და მისმა შვილმა გიორგი პეტროსიანმა (გამგებლის რწმუნებული) განახორციელეს მუქარა. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ოლქის თავმჯდომარეს დაემუქრნენ, როგორც საკუთარი სიცოცხლის მოსპობით, ისე ოჯახის წევრის უკანონო თავისუფლების აღკვეთითა და ქონების დაზიანებით, კერძოდ, სახლის დაწვით. […]
ორსული ცოლის ცემისთვის მისი ქმარი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ […]
ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე ტრაილერი გადავარდა – დაშავდა თურქეთის მოქალაქე
ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე ტრაილერი გადავარდა და ამოტრიალდა. შედეგად თურქეთის მოქალაქე დაშავდა. მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის ღია ჭრილობები აღენიშნება. თურქეთის მოქალაქე ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
”საბრალო ბიჭი ღამე გამოვარდა ქუჩაში ყვირილით, მიშველეთო” – თიანეთში მკვლელობის ახალი დეტალები
1 სექტემბერს თიანეთში ტრაგედია დატრიალდა. პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც 17 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად. კვირისპალიტრა გე-სთან საუბარში ოჯახის ერთ-ერთი მეზობელი მომხდარის სავარაუდო ვერსიებზე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო პერიოდში გარდაცვლილის მამას შვილთან კონფლიქტი ხშირად ჰქონდა. მისივე თქმით, გარდაცვლილის დედა ამჟამად უცხოეთში სამუშაოდაა წასული. _ ბიჭიც და მამაც იმ სიტუაციის მსხვერპლნი არიან, რაც საქართველოშია, როდესაც […]
სუს-მა თემურ ჯანაშიას ფარული მიყურადება შეწყვიტა
სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ საქმეზე სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელზე თემურ ჯანაშიაზე ფარული მიყურადება შეწყდა. ერთწლიანი მიყურადების შედეგები ჯანაშიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გააცნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანაშიამ განუცხადა, სუს-ში განუმარტეს, რომ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალები განადგურებულია, რადგან მათში გამოძიებისთვის საინტერესო არაფერი ყოფილა. – სასამართლო განჩინების საფუძველზე, იმ პერიოდში ისმინებოდა ჩემი ტელეფონი. როცა ვთხოვე, რომ წარმოედგინათ, თუ […]










