ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე ტრაილერი გადავარდა და ამოტრიალდა. შედეგად თურქეთის მოქალაქე დაშავდა. მამაკაცს თავისა და გულ-მკერდის ღია ჭრილობები აღენიშნება.
თურქეთის მოქალაქე ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ნიუპოსტი

