კატეგორია: სამართალი

ავარია გლდანში – დაშავდა 2 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ გლდანში. ხიზანიშვილის ქუჩაზე “სუბარუს” მარკის ავტომობილი “ნისანს” შეეჯახა. როგორც “ნიუპოსტს” თვითმხილველებმა აცნობეს, შემთხვევის შედეგად დაზიანებები ორივე მანქანის მძღოლმა მიიღო. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ირკვევა შემთხვევის დროს ერთ-ერთ ავტომობილში მცირეწლოვანიც იმყოფებოდა, თუმცა საბედნიეროდ, პატარა ავარიას უვნებლად გადაურჩა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

რატომ მოკლა მამამ 17 წლის შვილი – თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები

თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ მოკლულის ახლობლები მათ ხელთ არსებულ ახალ დეტალებს ყვებიან. მეზობლების მონაყოლის მიხედვით, 17 წლის ბიჭის მკვლელობას მამასთან კონფლიქტი უძღოდა წინ. ბრალდებულმა საკუთარ შვილს ყელის არეში დანა რამდენჯერმე ჩაარტყა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც ”ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, […]

თიანეთში მამა 17 წლის შვილის მოკვლისთვის დააკავეს

მკვლელობა მოხდა დღეს გვიან საღამოს თიანეთში, გავრცელებული ინფორმაციით, მამამ საკუთარი 17 წლის ვაჟიშვილი მოკლა. შემთხვევის მოტივი უცნობია. ფაქტს ადასტურებენ შსს-ში. როგორც უწყების პრესსამსახურში ნიუპოსტის განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობის ფაქტს, სავარაუდოდ, ჰყავს თვითმხილველებიც. ნიუპოსტი

ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა – მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დასრულდა. მას შემდეგ რაც სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ წარმოთქვა, მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. – ჯერ არ ვიცით განაჩენის შესახებ. წინასწარ გვაცნობებენ როდის იქნება განაჩენი. ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი. მას ექნება შინაგანი რწმენა, ის არ იქნება არავისზე დამოკიდებული და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, […]

თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა – “ჩემი შვილი თამაშობდა ლურჯ ვეშაპს”

თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია. “ქრონიკისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია. “მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი გაქვს, რომ თამაშობდა ლურჯ ვეშაპს, აურიეს ტვინი და მე-13 სართულიდან გადმოხტა. ვერაფერს ვამჩნევდით, შსს-მ წაიღო ყველაფერი. გთხოვთ […]

უჩა ნანუაშვილი: “უპრეცედენტო დარღვევებია “ციანიდის სამეში”

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამსრთლოში, დეკანოზ გიორგი მამალაძის დასკვნით პროცესს ესწრება.როგორც პროცესის დაწყებამდე ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში სპეციალური დასკვნა გამოქვეყნდდება, სადაც საუბარი იქნება ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა დააფიქსირა. – საქმე გამოირჩევა იმით, რომ პირველივე დღიდან იყო უპრეცედენტო ხასიათის დარღვევები. სავარაუდოდ, ასეთი არაერთი ფაქტი იყო დაფიქსირებული უშუალოდ დაკავების დღიდან […]

შვეიცარიაში გურჯაანელი ვაჟა კაციაშვილის მკვლელობა მის მეგობარ სოსო გურგენაშვილს ბრალდება

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 35 წლის ვაჟა კაციაშვილი გურჯაანის მკვიდრია, მას ჭრილობა ცივი იარაღით, ყელის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მოკლულის ახლობლების თქმით, სოსო გურგენაშვილი გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარია. ისინი შვეიცარიაში ორი თვის წინ ლტოლვილებად წავიდნენ და უცხოელ მოქალაქესთან ერთად, ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობის მიზეზი, შესაძლოა, ძველი კონფლიქტი გამხდარიყო მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია შვეიცარიაში […]

შვეიცარიაში ქართველმა ქართველი მოკლა

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. არხის ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. ახალგაზრდები გურჯაანიდან არიან. ინტერპრესნიუსი

ნინო შეყილაძე – ყოფილმა სიძემ, დიტო დონაძემ დამჭრა… ის ჩემს შვილზე 28 წლით უფროსია

ოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის საქმეზე „ნიუპოსტმა“ დამატებითი დეტალების მოპოვება შეძლო. შემთხვევა მალაზონიას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია, ყოფილმა სიძემ სიდედრი, სიდედრის მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა. როგორც დაშავებული, ნინო შეყილაძე, ყვება, ის ყოფილმა სიძემ სანადირო თოფით დაჭრა: – ჩემი შვილი 28 წლით უმცროსი იყო მის ქმარზე. 8 წელი ცხოვრობდნენ ერთად. სამი შვილი […]

”მეორე ქორწინებიდან მყავს ხუთი თვის ბავშვი, რომელიც ყოფილი მეუღლის ნასროლმა ტყვიამ კინაღამ მოკლა” – ოზურგეთში სროლის დეტალები

ოზურგეთში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის ყოფილი მეუღლე შემთხვევის დეტალებს იხსენებს. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. ყოფილი ცოლის განცხადებით, პირველ ქმარს ორი წლის წინ გაშორდა, რის შემდეგაც ახალი ოჯახი შექმნა, თუმცა ყოფილი მეუღლე „თავს არ ანებებს. – ორი წელიწადია გაშორებული ვარ პირველ ქმართან. მქონდა სასამართლო პროცესი და ოფიციალურად განვქორწინდით. პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავს და მათი […]