კატეგორია: სამართალი

ინსცენირებული ავტოავარიები ანაზღაურების მიზნით – შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები – 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული […]

სპეცოპერაცია აღმაშენებლის ხეივანზე და ფონიჭალაში- შსს ინფორმაციას ავრცელებს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და სოფელ ფონიჭალაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. და 1993 წელს დაბადებული ა.გ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები […]

გოლფში რუსეთის ჩემპიონმა დედას თავი მოკვეთა

არტიომ ნესტეროვმა, რომელიც რუსეთის ჩემპიონია გოლფში, საკუთარ დედას თავი მოკვეთა. რუსმა სამართალდამცავებმა სპორტსმენი მშობელი დედის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. 2017 წლის 11 აგვისტოს მოსკოვში მდებარე კერძო სახლში პოლიციამ აღმოაჩინა 1951 წელს დაბადებული ქალის გვამი, რომელსაც თავი ჰქონდა მოკვეთილი. ექსპერტებმა გარდაცვლილის მუცელზე დამატებითი ჭრილობები შენიშნეს. ნესტეროვი დანაშაულის დღეს გაქრა და ცოლს დაურეკა, რომელსაც ჩადენილ დანაშაულში გამოუტყდა. დამნაშავე 12 აგვისტოს […]

სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში – დაკავებულია 1 პირი

ცოტა ხნის წინ თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა. ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს. სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია. თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ  ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ.  ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უწყებაში […]

“ჯემ ფესტის” თანამშრომლები ადმინისტრაციას დღეს სასამართლოში უჩივლებენ

„ჯემ ფესტის“ თანამშრომლებმა გუშინ, გვიან ღამით ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს, ისინი კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ. „ჯემ ფესტის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ შეთანხმება არ შეასრულა და მათ გაცილებით ნაკლები ხელფასები დაურიგა. ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გუშინ გვიან ღამემდე გადაკეტილი იყო. მიზეზი „ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორების პროტესტია. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები დღეს საჩივრით უკვე სასამართლოს […]

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი პარასკევს, სტად დე ფრანსის მიმდებარე ტერიტორიაზე სენ-დენისთან მოხდა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა. მათ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატის ჩანთა გაიტაცეს. ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. დიპლომატმა აღნიშნულთან დაკავშირებით […]

სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დააკავეს ძმები ჯაფაროვები

ქვემო ფონიჭალაში დღეს საღამოს სპეცოპერაციის შედეგად ძმები ჯაფაროვები დააკავეს. მათ ნარკოტიკების რეალიზებაში ედებათ ბრალი. დაკავებულთა ძმამ imedinews-ს განუცხადა, რომ სპეცოპერაციის დაწყებამდე ძმები ჯაფაროვები პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს და იქვე დააკავეს. სწორედ დაკავების შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია და ჩხრეკა მათ საცხოვრებელ 2 სხვადასხვა სახლში. დაკავებული ძმების ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა შავი პარკით ნარკოტიკები საძინებელში, ლეიბიდან ამოიღეს. მათი მტკიცებით, ჯაფაროვებს ნარკოტიკებთან […]

ბექა ხახუბიას საქმეზე ბრალდებული პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, პოლიციელები სამსახურიდან გათავისუფლდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საპატრულო პოლიციის 3 თანამშრომელი. პროკურატურამ მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და 333-ე მუხლის […]

მეუფე ანტონს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ

 ბაღდათისა და ვანის ეპარქიის მიტროპოლიტს მეუფე ანტონს ბიზნესპარტნიორები უპირისპირდებიან. კომპანია „ბივაინის“ მფლობელები მეუფეს ფინანსურ მაქინაციებსა და 48 ათასი ლარის მითვისებაში ადანაშაულებენ: – კომპანიას ხელმძღვანელობს მეუფე ანტონის მეგობარი მამუკა დარჯანია, ახლობელი. ეს იყო ყოფილი სასულიერო პირი. ამ პერიოდში, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის სალაროდან გავიდა ეტაპობრივად თანხები და მოთხოვნა იყო, რომ მეუფეს სჭირდებოდა ეს თანხები. ჯამში შეადგინა 38 […]

 ავჭალაში სასაფლაოს ტერიტორიაზე ხანძარია

თბილისში, ავჭალის შემოვლით გზაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ბალახებსა და ბუჩქებს უკიდია. ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული, ჯერ დაზუსტებული არ არის.