“ჯემ ფესტის” თანამშრომლები ადმინისტრაციას დღეს სასამართლოში უჩივლებენ

"ჯემ ფესტის" თანამშრომლები ადმინისტრაციას დღეს სასამართლოში უჩივლებენ„ჯემ ფესტის“ თანამშრომლებმა გუშინ, გვიან ღამით ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს, ისინი კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.

„ჯემ ფესტის“ თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ შეთანხმება არ შეასრულა და მათ გაცილებით ნაკლები ხელფასები დაურიგა.

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გუშინ გვიან ღამემდე გადაკეტილი იყო. მიზეზი „ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორების პროტესტია. ისინი კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები დღეს საჩივრით უკვე სასამართლოს მიმართავენ.

ნიუპოსტი