კატეგორია: სამართალი

ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლაში” 5-მა კაცმა დაცვის წევრი სცემა

ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლაში”, კერძო დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ქუთაისში, დაცვის თანამშრომელს სცემეს. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ობიექტის დაცვის თანამშრომელს 5 ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. ნაცემ მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი. თვითმხილველების […]

ვახუშტის ხიდზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავებული მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა.

თბილისში ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

ავარია მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს მოტოციკლი და მერსედესის მარკის მინივენი შეეჯახნენ. მოტოციკლის მძღოლი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ავტომობილის მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ. ადგილზე საპტრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. მომხდარის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხდა. იმედინიუსი

განზრახ მკვლელობა გლდანში – შსს-მ ბრალდებული დააკავა

დღეს, 10 აგვისტოს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 44 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1967 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. “შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, […]

ქართულმა სასამართლომ თეა წულუკიანი კანონდამრღვევად სცნო

საქალაქო სასამართლომ იუსტიციის მინისტრი კანონდამრღვევად სცნო. თეა წულუკიანმა მართლმსაჯულების პირველი ინსტანციისგან სიტყვიერი შენიშვნა საჯარო ინფორმაციის დამალვის გამო მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ,,კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა, სადაც წერია: „თეა წულუკიანი, დაბადებული 1975 წლის 21 იანვარს, ცნობილ იქნეს სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან, გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა“. გადაწყვეტილების […]

ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებული რობერტ ახალაია რეალურ მკვლელს მალავს?

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში შესაძლოა მეორე პირის ბრალეულობა გამოვლინდეს. ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებულის, რობერტ ახალაიას ადვოკატი აცხადებს. ოლგა გეჯაძე ამბობს, რომ ბრალდებულ ახალაიას აღიარების მიუხედავად, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მოკლულის ბიძაშვილი რეალურ მკვლელს მფარველობდეს, თუმცა ვიდრე გამოძიება არ დასრულდება ეს ინფორმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არის. მოკლულის ბიძაშვილს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი […]

“ერთ-ერთი სრულიად შიშველი იყო, თავი იატაკზე ედო… გიორგი ხაჭაპურიძე “ლურჯ ვეშაპს” არ თამაშობდა – ექსკლუზიური დეტალები ბათუმის ტრაგედიაზე

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ ნაპოვნი 2 ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ბათუმის პროზექტურიდან გვიან ღამით საკუთარ სახლებში გადაასვენეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია გახდა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ახალგაზრდების გარდაცვალება ე.წ „ბიოს“ მოხმარებას გამოეწვია. თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არცერთი მათგანი ნარკოტიკს არასდროს მოიხმარდა. გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთხუციშვილის ახლობლები „ნიუპოსტთან“ ვარაუდობენ, რომ მამაკაცები მოკლულები […]

შსს: მთაწმინდაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს 

– მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების მიზნით ადგილზე 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია ავრცელებს. მისი თქმით, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. – მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაციის მიზნით ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, […]

მთაწმინდაზე ხანძარია

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ. ბელინსკის, გოგებაშვილისა და მიმდებარე ქუჩის მცხოვრებლები ხანძრის კერებთან არიან განლაგებული და ნიჩბებითა და ბარებით ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. ადგილზე ასევე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ისინი ტექნიკით მუშაობას ვერ ახერხებენ.

6 ჭიქა, ქაფით სავსე პირი და სხეულზე სისხლჩაქცევები – გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიო სახლთხუციშვილის მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია.სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული. ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს მათმა მშობლებმა იპოვეს. მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძისა და მოდელ ზვიო სახლთხუციშვილის ახლობლები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს […]