სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში – დაკავებულია 1 პირი

სპეცოპერაცია თბილისის შემოსასვლელში - დაკავებულია 1 პირიცოტა ხნის წინ თბილისის შემოსასვლელში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ დრომდე გრძელდება ორი ავტომანქანის ჩხრეკა.
ერთ-ერთ მანქანაში დედასთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, თუმცა ბავშვები რამდენიმე წუთის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს.
სპეცოპერაციის ადგილი გადაკეტილია.
თავად შსს-ში ამ დროისთვის მხოლოდ  ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ.  ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ უწყებაში დამატებითი კომენტარი ჯერ არ კეთდება.

არსებული ინფორმაციით, თბილისის შემოსასვლელში მიმდინარე სპეცოპერაციისას სამართალდამცველები დევნას ახორციელებდნენ, თუმცა დანაშაულში ეჭვმიტანილი მათ არ დაემორჩილა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანის გაჩერების მიზნით, მცირე შეჯახება მოახდინეს.
ავტომანქანას, სადაც დაკავებული იმყოფებოდა, წინა მარცხენა მხარეს შეჯახების კვალი აღენიშნება, ასევე გზაზე ყრია შუშის ნამსხვრევები, რაც ეჯახებაზე მოწმობს.
სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. პოლიციაში, სავარაუდოდ, დაკითხვაზე გადაყვანილია ასევე ავტომანქანაში მყოფი ქალიც.
არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის გასასვლელში ჩატარებული სპეცოპერაცია გუშინ ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება, როდესაც ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ამ ინფორმაციას შსს-ში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

ინტერპრესნიუსი