კატეგორია: სამართალი

თამარ მეარაყიშვილი გამოუშვეს და ხვალ ცხინვალის პროკურატურაში დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 16 აგვისტოს ე.წ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ დააკავა, მრავალსაათიანი დაკითხვების შემდეგ სახლში დაბრუნდა, თუმცა 18 აგვისტოს დილით ის პროკურატურაში ისევ არის დაბარებული დაკითხვის გასაგრძელებლად. მეარაყიშვილის დაკავების შემდეგ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, გამომძიებლები ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ. თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე ადრეც საუბრობდა. ის ბოლოს […]

თბილისში 22 წლის ლევან მამაგეიშვილი გაუჩინარდა – მას თან 23.000 დოლარი ჰქონდა

22 წლის ლევან მამაგეიშვილს ოჯახი მე-5 დღეა ეძებს. ახალგაზრდა თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მისი კვალი ავტოსადგურ ოკრიბას ტერიტორიიდან იკარგება. ახალგაზრდა დასთან ერთად, ქუთაისიდან თბილისში 5 დღის წინ ავტომობილის საყიდლად ჩავიდა. მას თან 23 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. ლევან მამაგეიშვილი ბოლოს სასაუზმეში დასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სადილი შეუკვეთა, საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა ლევან […]

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

დღეს ახალგორში, დღის მეორე ნახევარში, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. დაკავებამდე მეარაყიშვილმა მათ კორესპონდენტთან დაკავშირება შეძლო და განაცხადა, რომ ის გააჩერა პროკურატურის გამომძიებელმა ალან ბიაზროვმა ყოველგვარი განმარტებების და დოკუმენტების წარდგენის გარეშე და განუცხადა, რომ ორდერი და განმარტებები მაშინ წარედგინებოდა, როდესაც პროკურატურაში გადაიყვანდნენ. – პროკურატურის თანამშრომელი ალან ბიაზროვი მაკავებს, მე […]

თბილისი-გორის მაგისტრალზე ტრაილერი ტრაქტორს შეეჯახა

თბილისი-გორის ჩქაროსნული მაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან, ერთმანეთს ტრაილერი და ტრაქტორი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების შედეგად ტრაქტორი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ტრაილერი კი ამოტრიალდა. შს სამინისტროში “პირველს” უთხრეს, რომ ფაქტზე ჯარიმა ადმინისტრაციული წესით გაფორმდა. შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას “ინფორუსთავი” აქვეყნებს. პირველი

”ჯერ გავიგონეთ ყვირილი, შემდეგ კი იყო გასროლა” – მთაწმინდაზე, ჭონქაძის #22-ში, მომხდარი მკვლელობის დეტალები

ჭონქაძის #22-ში მომხდარი მკვლელობის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები. მიმდინარეობს ჭონქაძის ქუჩის მცხოვრებლების და ქუჩაზე განთავსებული სხვადასხვა ობიექტების თანამშრომლები გამოკითხვა. მკვლელობა მოხდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე, სადაც ასევე არის მთაწმინდის პარკში ასასვლელი მატარებელი. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილზე განთავსებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, თუმცა, არის თუ არა დაფიქსირებული მომხდარი ფაქტი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ”ინტერპრესნიუსთან” პირად […]

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია “პირველს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა და ამ დროს ფეხი დაიზიანა. – გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ლილოში დაკავებული ძებნილი პირი დაჭრილია, სიმართლეს არ შეესაბამება. მან გაქცევის მცდელობისას ფეხი დაიზიანა და სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის […]

სროლა მთაწმინდაზე – მოტოციკლისტმა ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა

თბილისში, მთაწმინდაზე, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ფეხით მიმავალ მამაკაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა, სადაც მკვლელობის ფაქტი დაადასტურეს და განაცხადეს, რომ საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით.

ფონიჭალაში დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი – „ნარკოტიკები ჩამიდეს“

ფონიჭალაში დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი სამართალდამცველებმა სახლიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებული სახლიდან შეძახილებით: „ნარკოტიკები ჩამიდეს“ გამოიყვანეს. პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს ფაილ ჰუსეინოვის მეუღლეც, რომელიც ჩხრეკისას სახლში იმყოფებოდა. ჰუსეინოვის მეუღლის ინფორმაციით, მან დაინახა, როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს ნარკოტიკი. მისივე თქმით, პოლიციამ სახლში ყოფნისას ყველაფერი გაჩხრიკა და როდესაც ვერაფერი იპოვეს, მერე ჩაუდეს ნარკოტიკი. ფაილ ჰუსეინოვის ძმის […]

მდინარე ლიახვის პირზე 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ძევერასთან, მდინარე ლიახვის პირზე 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ხ.ჯ.-ს ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა. ძევერაში ამბობენ, რომ მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა სოფელში არ იციან, რა გახდა შუახნის კაცის გარდაცვალების მიზეზი. ადგილობრივების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც […]

ოზურგეთში მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სოფელ ნაღოფილევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.