საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვესსაფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი პარასკევს, სტად დე ფრანსის მიმდებარე ტერიტორიაზე სენ-დენისთან მოხდა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა. მათ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატის ჩანთა გაიტაცეს.

ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. დიპლომატმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარიზის მე-17 რაიონის პოლიციის განყოფილებაში შეიტანა

მოგვიანებით დიპლომატის ჩანთა, ახლომდებარე დასახლება პირეფიტ-სურ-სენში იპოვეს.

ნიუპოსტი