6 ჭიქა, ქაფით სავსე პირი და სხეულზე სისხლჩაქცევები – გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიო სახლთხუციშვილის მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?

6 ჭიქა, ქაფით სავსე პირი და სხეულზე სისხლჩაქცევები - გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიო სახლთხუციშვილის მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეს ბათუმში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა იდენტიფიცირებულია.სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერების მიხედვით, გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ.

ცხედრები ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

ბათუმში, ხიმშიაშვილი ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დღეს მათმა მშობლებმა იპოვეს.

მომღერალ გიორგი ხაჭაპურიძისა და მოდელ ზვიო სახლთხუციშვილის ახლობლები „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთ მათგანს კიდურებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა, ხოლო პირი ქაფით ჰქონდა სავსე.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილების მიერ ნაქირავებ ბინაში, მაგიდაზე დაახლოებით 6 ჭიქა იდგა, რომელშიც მოყავისფრო სითზე იყო მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით კითხვებს ამ დროისთვის არ პასუხობენ. ცნობილია, რომ უკვე დაიკითხა გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიო სახლთხუციშვილის მეგობარი, რომელმაც ისინი დაახლოებით 4 დღის წინ ნახა.

გიგა გელხვაძე ამბობს, რომ მეგობარმა ბათუმში კონფლიქტის შესახებ უამბო. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო მიღებას, გარდაცვლილთა მეგობარი აღნიშნავს, რომ არცერთი მათგანი ნარკოტიკს არ მოიხმარდა.

– სისხლი, რომელიც ნახსენები იყო ტელევიზიების მხრიდან, როგორც ამიხსნეს, სისხლი ფრჩხილებიდან და თვალებიდან მოდის როდესაც სხეული, გარკვეული დროსი შემდეგ გახრწნას იწყებს. შს სამინისტროში ყოველგვარ ძალადობას გამორიცხავენ, – აცხადებს დაკითხვიდან გამოსული გელხვაძე.

მომხდარის ირგვლივ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთ-ერთ მამაკაცს ყელი ჰქონდა გამოჭრილი და ამის არგუმენტად სისხლიან ლეიბს ასახელებეს.

– პოლიციამ გამოიტანა ეს ამბავი, მე ჩემი თვალით არ მინახავს, – აცხადებს ხიმშიაშვილი ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე.

აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლები ნარკოტიკის მიღების ალბათობასაც უშვებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთ გარდაცვლილს დუჟი ჰქონდა.

გამოძიებისთვის ალბათ საინტერესო იქნება დეტალი – მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძე 26 ივნისით დათარიღებულ “ფეისბუქ” პოსტში მის მიმართ განხორციელებულ შანტაჟზე საუბრობს და პროკურატურას უმოქმედობაში ადაბაშაულებს.

ახალგაზრდები ბათუმში თბილისიდან, დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

მშობლები მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, რის შემდეგაც ახლობლები ბათუმში ჩავიდნენ და ახალგაზრდები საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი