ქუთაისის სავაჭრო ცენტრ ”ქარვასლაში”, კერძო დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც ,,ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ქუთაისში, დაცვის თანამშრომელს სცემეს. შემთხვევა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ობიექტის დაცვის თანამშრომელს 5 ახალგაზრდა უმოწყალოდ სცემდა. ნაცემ მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთ-ერთ მაღაზიაში ნივთის მოპარვას ცდილობდნენ, რაშიც მათ ხელი დაცვის თანამშრომელმა შეუშალა.

