თბილისში ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

თბილისში ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახაავარია მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს მოტოციკლი და მერსედესის მარკის მინივენი შეეჯახნენ. მოტოციკლის მძღოლი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, ავტომობილის მგზავრებს სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ.

ადგილზე საპტრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ. მომხდარის გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა შეფერხდა.

იმედინიუსი