განზრახ მკვლელობა გლდანში – შსს-მ ბრალდებული დააკავა

განზრახ მკვლელობა გლდანში - შსს-მ ბრალდებული დააკავადღეს, 10 აგვისტოს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკებისას საკუთარ საცხოვრებელ ბინაში 44 წლის მამაკაცმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1967 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ვ.ლ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს, გამთენიისას, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1967 წელს დაბადებულ გ.პ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ბ. თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ნიუპოსტი