გორში, სტალინის 13 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მეხუთე სართულიდან 10 წლამდე ბავშვი გადმოვარდა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოზარდი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
კატეგორია: სამართალი
სუსი: ”ზაზა ზაზაშვილმა ქრთამის ნაწილი – 15.000 დოლარი – უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკუთარ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა”
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, თელავის საკრებულოს წევრი და საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი კონკრეტულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქრთამის სახით 30.000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა […]
ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის მკვლელობისთვის რეზო გოგრიჭიანს 15 წელი მიესაჯა
სასამართლომ ბიზნესმენ გურამ გოგიჩაიშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს, რეზო გოგრიჭიანს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის, წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდა, რომ […]
ოზურგეთში მოკლული დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო
ოზურგეთში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლისძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მანქანაში ჩაცხრილეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო. მეორე მოკლული კი, დიმა ომელჩენკო, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში ომელჩენკოს მეგობარმა აღნიშნა. – დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა, – […]
გია უდესიანის ექსტრადირებაზე საქართველოს პროკურატურას უარი უთხრეს
ბუდაპეშტის სასამართლომ საქართველოს პროკურატურას გია უდესიანის ექსტრადირებაზე უარი უთხრა. უდესიანის უფლებადამცველის თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება უდესიანის საქმეში არსებული პოლიტიკური ინტერესის გამო მიიღო. უდესიანის საქმეში პოლიტიკურ დაინტერესებას ხედავს მისი ქართველი ადვოკატიც. საქართველოს პროკურატურა გიორგი უდესიანის ექსტრადირებას ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ქონების ძალადობრივად დაუფლების საქმეზე წაყენებული ბრალის გამო ითხოვდა. გავრცელებული ცნობით, ბუდაპეშტის სასამართლოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება, შესაბამისად მისი ექსტრადირების […]
მკვლელების შავი ჰონდას დაწვამ 4 სოფელი უშუქოდ დატოვა
ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფლები: მელექედური, სილაური, ჯუმათი და სოფ. ოზურგეთი უშუქოდ მთავარი ელექტროსადენის დაწვის გამო დარჩა. ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი ელექტროსადენი დღეს ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელთა ავტომობილის დაწვის დროს დაზიანდა. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ჯერ ვერ ახერხებენ. “როცა ექსპერტ […]
ოზურგეთში შავი “ჰონდა”, რომლიდანაც გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე ჩაცხრილეს, დამწვარი იპოვეს
ოზურგეთში, წარსულში ნასამართლევი გურამ ფოცხიშვილი და მისი სიძე მანქანაში ჩაცხრილეს. შავი “ჰონდა”, რომლიდანაც გასროლა მოხდა პოლიციამ ერთ-ერთ სოფელში დამწვარი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა კვალის დაფარვის მიზნით, დამწვარი იყო. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ […]
ოზურგეთში მეუფე იოსების ახლობელი დ. ომელჩენკო ჩაცხრილეს
მკვლელობა მოხდა ქალაქ ოზურგეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსებთან დაახლოებული პირი დ. ომელჩენკოა. მას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მეუფე რეზიდენციაში ზრდიდა. დაახლოებით 35 წლის მამაკაცი დღეს ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, გ, ფოცხიშვილთან ერთად მანქანში ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, ომელჩენკო მეორე გარდაცვლილის ახლო ნათესავი იყო, მკვლელობა კი […]
მუხტარლის საქმის გამო სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის უფროსები თანამდებობებს ტოვებენ
სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი და სუს-ის კონტრდაზვერვის უფროსი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, თანამდებობიდან მათი გათავისუფლების მიზეზი აფგან მუხტარლის საქმეა. – მიღებულია გადაწყვეტილება და სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ერთი მხრივ, სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორე მხრივ, კონტრდაზვერვით საქმიანობაზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო […]
გიორგი მღებრიშვილი: „აფგან მუხთარლის საქმეზე 343 მოწმე დაიკითხა“
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. – მიმდინარე წლის 30 მაისს შსს-მ აფგან მუხთარლის მეუღლის ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება აფგან მუხთარლის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება – […]










