უბედური შემთხვევა გორში – 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა

გორში, სტალინის 13 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი შენობის მეხუთე სართულიდან 10 წლამდე ბავშვი გადმოვარდა.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, მოზარდი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.