ოზურგეთში მოკლული დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყო

ოზურგეთში მოკლული დიმა ომელჩენკო შემოქმედელი მიტროპოლიტის მძღოლი იყოოზურგეთში ცოტა ხნის წინ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთისთვის სიძე-ცოლისძმა იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მანქანაში ჩაცხრილეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახალი გამოსული იყო. მეორე მოკლული კი, დიმა ომელჩენკო, შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მძღოლი იყო.

აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-სთან საუბარში ომელჩენკოს მეგობარმა აღნიშნა.
– დიმა მეუფის გაზრდილია. ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მეუფე პატრონობდა, – ამბობს ომელჩენკოს მეგობარი.
ომელჩენკოს გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის თანამშრომელი ხათუნა ცერცვაძე, რომელიც სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს წარწერით: “რა ბედნიერები ვიყავით…ჩემი საბრალო დიმიკოოოო”.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი, გურამ ფორცხიშვილი, კანონიერი ქურდის შვილიშვილი იყო.
შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია საქმე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
AMBEBI.GE