მკვლელების შავი ჰონდას დაწვამ 4 სოფელი უშუქოდ დატოვა

მკვლელების შავი ჰონდას დაწვამ 4 სოფელი უშუქოდ დატოვაამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სოფლები: მელექედური, სილაური, ჯუმათი და სოფ. ოზურგეთი უშუქოდ მთავარი ელექტროსადენის დაწვის გამო დარჩა.
ოთხ სოფელთან დამაკავშირებელი ელექტროსადენი დღეს ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელთა ავტომობილის დაწვის დროს დაზიანდა.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები და “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები, რომლებიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ჯერ ვერ ახერხებენ.
“როცა ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობას მორჩებიან, ჩვენ მერე დავიწყებთ სამუშაოებს. მთავარი ელექტროსადენი არის დამწვარი, მას ცეცხლი ავტომანქანიდან მოედო, რომელიც ამ ადგილზე დაწვეს”- განაცხადა “ენერგო პროს”წარმომადგენელმა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა მსუბუქი ავტომანქანა სოფელ მელექედურისა და სოფ. ოზურგეთის საზღვარზე დაწვეს.

ნიუპოსტი