მკვლელობა მოხდა ქალაქ ოზურგეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.
ერთ-ერთი მამაკაცი შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსებთან დაახლოებული პირი დ. ომელჩენკოა. მას მშობლები ადრე გარდაეცვალა და მეუფე რეზიდენციაში ზრდიდა.
დაახლოებით 35 წლის მამაკაცი დღეს ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე, გ, ფოცხიშვილთან ერთად მანქანში ჩაცხრილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ომელჩენკო მეორე გარდაცვლილის ახლო ნათესავი იყო, მკვლელობა კი ე.წ ქურდულ გარჩევას უკავშირდება.
გამოძიება სსკ-ს 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნიუპოსტი

