პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ფირცხალავას მიერ აგენტ-პროვოკატორად დასახელებული ირაკლი მამალაძე რუსთავი 2-თან საუბარში ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ფირცხალავას ბრალდებები აბსურდულია:
– ისეთი ურეპუტაციო, მდაბიო და სერიული მკვლელი, როგორიც არის ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა სასამართლოში, ჩემს აგენტობაზე რომ საუბრობს ცოტა უხერხულია.
ძალიან მაინტერესებს, რომელ ოპერაციებში მიმიღია მონაწილეობა, როცა საუბრობს რომ სამმაგი აგენტი ვარ და ინფორმაციას ვაგროვებ ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე და ლგბტ-ებზე, როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი მიმართულებით იმუშაოს.
მე ვყოფილვარ მაშინ ყველაფერი ამ ქვეყანაში, სკოტლანდ იარდი, ფებეერი. სრული აბსურდია. ფირცხალავას არ ვიცნობ, ვიცი რომ მან ჩაცხრილა კორტებთან ადამიანები. დაასახელოს კონკრეტულად რომელ ოპერაციაში მიმიღია მონაწილეობა. რომელი ჟურნალისტი, სასულიერო პირი ან ლგბტ მიმხელია ამ დრომდე?- აცხადებს მამალაძე, მისი თქმით მას ახლო ურთიერთობა მხოლოდ მამა გიორგი მამალაძესთან ქონდა.

