ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური წერილი ციხიდან
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავას განცხადებით ე.წ ციანიდის საქმის „ოქროს მოწმე“ ირაკლი მამალაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტ-პროვოკატორია.ირაკლი ფირცხალავას თქმით მან აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნება მას შემდეგე გადაწყვიტა, რაც სუს-მა თავისი აგენტი საჯარო ლუსტრაცია თავადვე მოახდინა.
ირაკლი ფორცხალავას განცხადებით ირაკლი მამალაძე ძალოვანი უშიშროების აგენტი, ჯერ კიდევ მისი ძალოვან უწყებაში მუშაობის დროს იყო:
– ირაკლი მამალაძე გადაბირებული იქნა ქართული სპეცსამსახურების მიერ , ფსევდონიმით „პრესა“. მას აქტიურად იყენებდა კუდი მასმედიაში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად , საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაღებად, ლგბტ პირებზე მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებისთვის, მათ შორის პირადი ცხოვრების კადრების მოპოვებისთვის. იგი იყო ე.წ აგენტი-პროვოკატორი, რომელსაც ეძლეოდა კონკრეტული დავალება ამა თუ იმ ჟურნალისტის, სასულიერო პირის თუ ლგბტ თემის წარმომადგენლის ნდობის მოპოვებით მიეღო მაკომპრომეტირებელი კონკრეტული ინფორმაცია და ამ ინფორმაციას უკვე სხვა თანამშრომელი იყენებდა, მათ გადმოსაბირებლად. ამ გზით არაერთი სასულიერო პირი, ჟურნალისტი და ლგბტ თემის წარმომადგენელი იქნა გადმობირებული სპეცსამსახურების მიერ, – წერს ირაკლი ფირცხალავა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

