ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე მეოთხე დღეა რაც შიმშილობს. ჩხვირკვია თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
მისი პროტესტის მიზეზი მისთვის წაყენებული ბრალდებაა, რაშიც იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდებული ციხეში შექმნილ პირობებსაც აპროტესტებს. ამასთან იგი სახალხო დამცველთან შეხვედრასა და ქუთაისიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, ჩხვირკვიას მოთხოვნით რამადნეიმე დღეა ის სამარტოო საკანში იმყოფება, სადაც 24-საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა დღეს საკვები მიიღო.

