ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დასავლეთიდან მომავალი ტრაილერი სავაჭრო ობიექტთან მდგარ ოპელის მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. დარტყმის ძალამ მსუბუქი ავტომობილი სავაჭრო ობიექტის შენობაში შეაგდო. „ოპელის“ მძღოლი, 35 წლამდე მამაკაცი, ადგილზევე გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო ტრაილერის მძღოლმაც და ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის […]
კატეგორია: სამართალი
პროკურატურამ დავით როსტომაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე სამ პოლიციელს ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს ზ. გ.-ს, ა. ტ.-ს და ი. ქ.-ს ბრალი წარუდგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის I ნაწილით,. – გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის […]
ტაბიძის ქუჩაზე მოქალაქეს 60.000 აშშ დოლარი 15 და 18 წლის პირებმა გასტაცეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60.000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა […]
რუსთაველზე მანქანა ამობრუნდა
რუსთაველის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანი გადაბრუნების გამო მოძრაობა დროებით გადაიკეტა. ავტოსაგზაო შემთხვევა მეცნიერებათა აკადემიიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურიდან “პირველს” აცნობეს, რომ გადაბრუნებული ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, […]
ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას, სარჩელი “დრონი.ჯი”-ს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ეკა ბესელიას შვილის, რატი მილორავას სარჩელი შპს “დრონი.ჯი”-ს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. მილორავა “დრონი.ჯი”-სგან ითხოვდა, გავრცელებული მცდარი ფაქტების შემცველი, პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებების უარყოფასა და სანაცვლოდ მორალური ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელის განმარტებით, შპს “დრონი.ჯი”-ს მიერ, მის საკუთრებაში არსებულ ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო “პრესა.გე”-ზე, გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წლის 30 აგვისტოს, დაჩი დარჩიას […]
კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, მოხუცი დედის მკვლელობისთვის დაკავებულ ირმა ყოჩიაშვილს – 20 წლიანი პატიმრობა
კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, ირმა ყოჩიაშვილს კი – 20 წლიანი პატიმრობა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განუცხადა. – განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა, – განაცხადა ადვოკატმა. მისი თქმით, დასაბუთებული განაჩენის წაკითხვამდე […]
”ირაკლი მამალაძემ მამა გიორგი მამალაძისადმი წაყენებული ბრალი ვერ დაადასტურა” – რას ამბობს ბრალდებულის ადვოკატი
ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ დეკანოზის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება მთავარმა მოწმემ ირაკლი მამალაძემ ვერ დაადასტურა. – მთავარმა მოწმემ ბრალი არ დაადასტურა, მეტ განხილვაში ვერ შევალ. 100-ზე მეტი მოწმეა და აქედან მთავარმა არ დაადასტურა წაყენებული ბრალი. შესაბამისად არ აქვს უფლება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, ნუ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას პროკურორები, – განაცხადა ფანცულაიამ. […]
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე გამოძიება დასრულდა
გამოძიებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა აფერხებს პროკურატურამ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიება დაასრულა. “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც საქმის მასალებს გაეცნო. როგორც თარგამაძემ განმარტავს, მისი მოთხოვნა, რომელიც საქმეში მონაწილე დიმიტრი აბრამიშვილის ბრალის წაყენებას ეხებოდა, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა. აბრამიშვილის საქმის წარმოებას პროკურატურა ცალკე ახორციელებს. – მე არ მაქვს საქმის გამომძიებლებთან პრეტენზიები. მათ, რაც შეეძლოთ, ყველაფერი […]
ავარია ბორჯომის გზაზე – სატვირთო ავტომობილი ხეს შეეჯახა
80 წლის ქალი დააყაჩაღეს
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანით შეიარაღებული ბრალდებული კასპის რაიონის სოფელ გარიყულაში, ასაკოვან ქალბატონს თავის საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა და ფული მოსთხოვა, თუმცა გ.გ.-მ მოთხოვნილი თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან […]










