კატეგორია: სამართალი

შინდისში 37 წლის ქალი გაზის გაჟონვისგან გარდაიცვალა

გორის რაიონის სოფელ შინდისში 37 წლის ქალი სავარაუდოდ გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, გაჟონვა შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

უკრაინის უშიშროებამ ქართველი კანონიერი ქურდი დათო გერლიანი ისევ დააკავა

უკრაინაში ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი დათო გერლიანი (დათო სვანი) დააკავეს. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილში დათო სვანი უკანონოდ, გაყალბებული საბუთებით ჩავიდა ოდესაში, ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს გაკონტროლების მიზნით. ოდესაში მისი შესაძლო დაკავების თავიდან ასაცილებლად, გერლიანი დნეპრში გადავიდა, სადაც ის უკრაინის უშიშროებამ დააკავა. უკრაინული მხარე გერლიანის დეპორტაციას […]

6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს ჩხოროწყუს რაიონში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 141-ე მუხლითაა აღძრული და ბავშვი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მამაკაცი 6 წლის გოგონას ჩვენების საფუძველზე დააკავეს.

ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა

ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა ორთაჭალაში შვილმა დედა მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე შსს-ში მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით, დედა მისმა ქალიშვილმა მოკლა.

ვაკეში კაფე გაქურდეს

ფალიაშვილის ქუჩის 80-ში კაფე “კამა” გაქურდეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინირტოში დაუდასტურეს. უწყების ინფრომაციით, დადგენილია დანაშაულში ბრალდებული 16 წელს მიღწეველი პირი. ამ წუთებში ტარდება შესაბასამისი მოქმედებები. გამოძიება სსკ 177- ე მუხლით მიმდინარეობს რაც, ქურდობას გულისხმობს.

ოთარ წოწორიას მიმართ გამოძიება შეწყდა – ამოღებული ვაზნები ეკუთვნოდა ოთარ წოწორიას გარდაცვლილ სიმამრს

პროკურატურამ სტრასბურის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის ოთარ წოწორიას საცხოვრებელ ბინაში იარაღის და საბრძოლო მასალის აღმოჩენის ფაქტზე დაწყებული გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რევოლვერი დამზადებულია კუსტარული წესით, მაგრამ არ არის ვარგისი სროლისთვის და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო ამოღებული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. – 2017 […]

,,ბოლო ზარის“ აღნიშვნიდან მომავალი მოსწავლეები ყვარლის ტბასთან ავარიაში მოყვნენ

მრავლობითი მოტეხილობებით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თანატოლებთან ერთად ავარიაში მოყვა. როგორც ირკვევა, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ 4 მეთორმეტე კლასელი დაშავდა. ყველა მათგანი “ბოლო ზარს” აღნიშნავდა. დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის […]

ხანძარი ელიავას ბაზრობასთან – ადგილზე 8 სახანძრო მანქანა მუშაობს

ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. როგორც “ნიუპოსტს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის საამგრროს გაუჩნდა. მათი ინფორმაციით, ამ დროსითვის ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე კი 8 სახანძრო მუშაობს.

კუს ტბასთან მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

კუს ტბის ტერიტორიაზე 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ტურისტები სცემეს და ათასობით ლარი გამოსძალეს – რა ხდება ბათუმის ღამის კლუბებში 

  ბათუმში, ღამის კლუბ ,,ვოგში“ ერთ ბოთლ არაყში, ლუდში, ხილის ასორტში, შამპანურსა და კოქტეილში ტურისტების ერთ ჯგუფს 9.800 ლარი ,ხოლო მეორე ჯგუფს 17.500 ლარი გადაახდევინეს. როგორც ,,ბათუმელები“ წერს, მას შემდეგ ,რაც ტურისტებს ანგარიში მიუტანეს ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, რის შემდეგაც ის ბარის თანამშრომლებმა ჯერ სცემეს, შემდეგ ბარათები წაართვეს და ბარათიდან თანხა მუქარის ძალით მოუხსნეს. საქმეზე მიმდინარეობს […]