კატეგორია: სამართალი

ინფექციურ საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს

ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. როგორც შსს-ში აცხადებენ, შესაბამისი ექსპერტიზისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დაზუსტდება შემთხვევის დეტალები. თბილისში ინფექციური საავადმყოფოს ფანჯრებს რამდენიმე ტყვია ესროლეს, ამის შესახებ საზოგადოებრივს სატელეფონო […]

სპეცოპერაცია თბილისში – მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილის ჩხრეკა ჩაატარეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. უცნობია, რა გახდა ჩხრეკის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყებები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, სპეცოპერაცია შს სამინისტროს მიერ არ განხორციელებულა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სასამართლო განმარტავს, დღევანდელი სხდომიდან ბრალდებულის ადვოკატები დარბაზიდან სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის გააძევეს. – გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიხურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დახურულ სხდომებზე გაგრძელდება. სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი […]

“ციანიდის საქმეში ინტიმური მასალა დევს, რომელიც როგორც ბრალდებულ დეკანოზს, ასევე მესამე პირს ეხება”

თბილისის საქალაქო სასამართლოში ციანიდის საქმის განხილვა დღეს შეწყდა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი გადაწყვეტილების მიზეზად ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მიერ პროტესტის ნიშნად, სხდომის დატოვებას ასახელებს. სასულიერო პირმა სასამართლო სხდომის დახურვის გამო პროტესტი ამ ფორმით გამოხატა. მან ადვოკატებსაც მოუწოდა, დარბაზი დაეტოვებინათ. პროცესის დახურვა ბრალდების მხარემ მოითხოვა, პროკურორის თქმით, ციანიდის საქმეში დევს ინტიმური მასალა, რომელიც როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს, ასევე […]

საქართველოში საფინანსო კომპანია “Mfx capital”-ის ხელმძღვანელებზე ძებნა გამოცხადდა – ეძებენ მარგარიტა ჟიზნევსკაიას და იგორ ვოლკოვს

საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო კომპანია “Mfx capital”-ის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წარუდგინა – გამოტანილია დადგენილება მათი ძებნის შესახებ – ამის შესახებ “ნიუპოსტს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. გამოძისბის ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ, ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად ინვესტირების ნაცვლად, გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხა – ჯამში 1.589.266 აშშ დოლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს […]

ოთარ წოწორია: “ყველაფერი ანგარიშსწორებაა, ჩემი დის საწინააღმდეგოდ“

4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლის ჩხრეკა ბათუმში. ექსპერტ-კრიმინალისტებს ადგილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გვიან ღამით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უწყებს განმარტებით, ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. უწყების ცნობით ამოღებულია პისტოლეტი და სხვადასხვა სახის ვაზნა. დაინიშნება ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ოთარ წოწორიამ. ის […]

ოთარ წოწორიას სახლში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღო

სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი […]

ოთარ წოწორიას სახლში იარაღს ეძებენ

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 125 ნომერში, ევროსასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში უკვე რამდენიმე საათია, ჩხრეკა მიმდინარეობს. როგორც სახლთან შეკრებილები აცხადებენ, სამართალდამცველები სავარაუდოდ იარაღს ეძებენ. მათივე ინფორმაციით, სახლში იმყოფება ოთარ წოწორია ადოკატთან ერთად. ჩხრეკა სამ საათზე მეტია მიმდინარეობს. მეზობლების თქმით, წოწორიას სახლში გახსნილი აქვს მანქანების სახელოსნო. ჩხრეკაზე დასასწრებად ადგილზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე და […]

სტრასბურის მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს – მას ციალა ქათამიძე ესწრება

სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე ესწრება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, იგი ჩხრეკასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. ჩხრეკა ოთარ წოწორიას სახლში, ბათუმში მიმდინარეობას. ამის შესახებ ინფორმაცია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა ოთო კახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ნონა წოწორია მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, […]

ავარია ტყიბულში – გარდაცვლილია 30 წლის ახალგაზრდა

ტყიბულში მომხდარ ავარიას 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.