კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორი, ფარმან ჯეირანლი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ ოთარაშვილმა განუცხადა, ჯეირანლის ჩვენება ჯერჯერობით არ მიუცია თუმცა აპირებს, რომ სასამართლოს მისცეს შესაბამისი განმარტებები. ადვოკატის თქმით, „ლანცეტის“ დირექტორის მხრიდან თანხის მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. – თანხა მას ხელში არ აუღია. ფული შესულია ოფიციალურად ბუღალტერიის მეშვეობით, შემოსავლებში. შემომტანზე გაცემულია შესაბამისი ქვითარი, […]
კატეგორია: სამართალი
ორი ჩვილის გარდაცვალების გამო, კლინიკა ,,რუსთავში” ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
რუსთავსა და სოფელ გაჩიანში ორი ჩვილის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. დღეს დილით, კლინიკა „რუსთავში“ მშობლებმა ჩვილი მიიყვანეს, რომელიც ექიმების ინფორმაციით, უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალშობილი კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა. ახალშობილების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს” კლინიკის ექიმმა რეანიმატოლოგმა ნინო ფილფანმა განუცხადა, 30 აპრილს დაბადებული ჩვილი რუსთავიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ […]
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოს უჩივის
ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოს ღირსებისა და პატიბის შელახვისთვის უჩივის. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა. როგორც ცნობილია, აღნიშნულის მიზეზი საპატრიარქოს ადვოკატის ედიშერ ქარჩავას მიერ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ამბობს, რომ საპატრიარქოში არსებობს დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ […]
კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი, დააკავეს
სამართალდამცველებმა კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი დააკავეს. დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაული, რაც თაღლითობას გულისხმობს. კერძოდ, საქმეში დაზარალებულად ორი ოჯახია ცნობილი, რომელთა ახლობლები კლინიკა “ლანცეტში” ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალნენ. საუბარია იმაზე, რომ კლინიკაში არალიცენზირებული ოპერაციები ტარდებოდა, რის შემდეგაც “ლანცეტს” ლიცენზია შეუჩერდა. ფარმან ჯეირან ლის ბრალს ოფიციალურად დღეს […]
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
ყაზახური მედიის ინფორმაციით, ასტანაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, 25 წლის არჩილ დავითაძე 18 მაისს გაუჩინარდა, მისი ცხედარი კი ასტანას გარეუბანში აღმოაჩინეს. ყაზახი სამართალდამცავების ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა ყველა ღირებული ნივთი – დოკუმენტები, საფულე, ტელეფონი.ახალგაზრდა მამაკაცი 18 მაისს დაიკარგა, გავრცელებული ინფორმაციით ის დღის მეორე ნახევარში სამსახურიდან […]
„მამა გიორგის საქმეში პროკურატურა შანტაჟზე გადავიდა“
19 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე უცნაური ამბავი მოხდა. მას შემდეგ, რაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომა დატოვა. მან თავის ადვოკატებს სთხოვა, იგივე გაეკეთებინათ. სხდომა ადვოკატებმაც დატოვეს. ამის შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო განჩინება, სადაც აღნიშნულია, რომ ადვოკატები გაძევებულ იქნენ დარბაზიდან, რის გამოც შემდეგი სხდომიდან ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამ […]
პროკურატურამ ფარცხალაძეზე აუდიტის მასალები გამოითხოვა
მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მასალები გამოითხოვა. მთავარმა პროკურატურამ წერილობით მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და მოითხოვა უწყებაში მიმდინარე შემოწმების მასალების გადმოგზავნა, რომელიც ეხება 2016 წლის პერიოდში თბილისის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (მიწის ნაკვეთების) გადაცემის კანონიერებას. გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ არაერთხელ განაცხადა, რომ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მასალები არ გასაჯაროვა და რეაგირებისთვის […]
დააკავეს ბაჩო სირაძე – მისი ახლობლები მიზეზად მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ
ღამით ხმაური იყო დიღმის მთავარ სამმართველოსთან – ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ბაჩო სირაძე დააკავეს. მისი ადვოკატები და ოჯახის წევრები ძალოვნებს მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მიზეზად პრეზიდენტის სიძესთან, მინდია გოგოჭურთან კონფლიქტს ასახელებენ. მათი მტკიცებით, ბაჩო სირაძე კანონდარღვევით დააკავეს, ტაქსის მძღოლმა ის სხვა მისამართზე წაიყვანა, სადაც დააკავეს. სამართალდამცველებმა ბაჩო სირაძის სახლი გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 260-ე მუხლით […]
ბალერინა ანა მურადელი დედის მკვლელობისთვის დააკავეს – დედა, მარინე მინდორაშვილი, ასოცირებული პროფესორი იყო
თბილისში, ისნის რაიონში, შვილმა დედა მოკლა. მშობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გოგონა ყოფილი პრიმა ბალერინა ანი მურადელი აღმოჩნდა. ანი მურადელი, რომელიც წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო, ამჟამად დაკავებულია. იგი წუხელ სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დედა-შვილი, ისნის რაიონში, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანა მურადელმა დედის მკვლელობამდე, ერთი […]
ედიშერ ქარჩავა – მამა გიორგი მამალაძეს ესპანეთში კომპანიის საშუალებით 50 მილიონი ევრო უნდა გადაერიცხა
– მამა გიორგი მამალაძეს ესპანეთში კომპანია ჰქონდა დაფუძნებული და მისი საშუალებით 50 მილიონი ევროს ტრანზაქცია უნდა განხორციელებულიყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეკანოზი სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა, რისი მტკიცებულებებიც არსებობს. – შემთხვევით აღმოჩნდა, რომ რაღაც კომპანია აქვს დარეგისტრირებული ესპანეთში, რომლის თავმჯდომარეც თვითონ მამაოა. არის ხელშეკრულება 50 მილიონი ევროს დაფინანსებას თუ […]









