მრავლობითი მოტეხილობებით, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თანატოლებთან ერთად ავარიაში მოყვა.
როგორც ირკვევა, ყვარლის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ 4 მეთორმეტე კლასელი დაშავდა. ყველა მათგანი “ბოლო ზარს” აღნიშნავდა.
დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან.
როგორც “ნიუპოსტს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

