გორის რაიონის სოფელ შინდისში 37 წლის ქალი სავარაუდოდ გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, გაჟონვა შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია. დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

