„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა. აღსანიშნავია, რომ ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღევანდელი სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით გადადო. პროცესი 25 მაისს გაიმართება. ამასთან, გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესების პარალელურად მიმდინარეობს საპროცესო გარიგებაზე მუშაობა, თუმცა „პირობებზე ამ ეტაპზე საუბარი […]
კატეგორია: სამართალი
„შესაძლოა კვლავ გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც კვალიფიკაცია, არც პრინციპულობა“
მოსამართლეთა დანიშვნის სისტემაზე საუბრისას, „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სისტემის მეშვეობით შესაძლოა, კვლავ გამწესდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებსაც არც კვალიფიკაცია და არვ პრინციპები გააჩნიათ: – კვლევა შეეხება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებს. მიუხედავად პოზიტიური ცვლილებისა, რჩება გამოწვევები. ცვლილებები არასრულყოფილია. მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა და პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ამიტომ […]
ქართველი ემიგრანტის დიანა ბერიძე–მაცაციდუს მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმი ციხეში ჩასვეს – ტრაგედიის ახალი დეტალები
საბერძნეთის სახელმწიფო პროკურორისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 38 წლის ანგიოქირურგი, რომელსაც ბრალი ედება 36 წლის ქართველი ემიგრანტი ქალის მკვლელობაში, ციხეში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქართველი ემიგრანტი გია კვარაცხელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. კვარაცხელიას ცნობით, ბრალდებულის ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. როგორც კვარაცხელია იუწყება, დილის საათებიდან საღამომდე მომდინარე დაკითხვის დროს, ანგიოქირურგმა ბრალდებების უარყოფა სცადა […]
ნინო ჯორბენაძე: “არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, დაველოდოთ გამოძიებას”
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორის ნინო ჯორბენაძის თქმით, არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. – არასწორი ინფორმაციაა, თითქოს ბაგირი გაწყდა, მოდით დაველოდოთ გამოძიების შედეგებსეს. ადამიანები, კომპანიის პროცედურის თანახმად, აუცილებლად იქნებოდნენ ინსტრუქტაჟგავლილები. სამუშაო განრიგი გაწერილი იყო სწორედ იმიტომ, რომ სამუშაო იყო გეგმიური. პროცედურების თანახმად, ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებს […]
ავარია რესტორან “ფაეტონთან” – ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია
დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი. – მ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაგვყავს, – აღნიშნეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.
მეანაბრეთა აქციაზე დაკავებულმა მამუკა ტუსკაძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო
პარლამენტის წინ, მეანაბრეების აქციაზე დაკავებული სამი პირის მხარდასაჭერი აქცია თბილისის მთავარ სამმართველოსთან დასრულდა. საფინანსო კომპანია “საქართველოს” მეანაბრეების განცხადებით, ისინი აქციას ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააგრძელებენ, სადაც დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. ერთ-ერთი დაკავებულის, მამუკა ტუსკაძის უფლებადამცველი, გიორგი ლაბაძე აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ თვლის და მშრალი შიმშილობა დაიწყო. დანარჩენი ორი დაკავებულის უფლებებს კი […]
ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება
ბაჩო ახალაიას ახალი უფლებადამცველი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება. ნადარეიშვილი ახალაიას პროცესზე დღეს პირველად გამოვიდა. სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეზე ახალაიას ინტერესებს ანი ნადარეიშვილის გარდა, მალხაზ ველიჯანაშვილიც იცავს. პროცესი დახურულ რეჟიმში, ბრალდების მოწმეების დაკითხვით მიმდინარეობდა. საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა პროცესის დახურვის შუამდგომლობის დასაბუთებისას მიუთითა, რომ დღეს დასაკითხი მოწმეები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გააჟღერებდნენ, რისი გახმაურებაც […]
საბერძნეთში სამი ქართველი ექთანი დააკავეს
რუსთაველის თეატრის სახურავიდან მამაკაცი გადმოხტომას ცდილობს
რუსთაველის თეატრის სახურავზე მამაკაცი იმყოფება, რომელიც, თვითმხილველთა ინფორმაციით, გადმოხტომას აპირებდა. ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მამაკაცის ჩამოყვანას ცდილობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. არ გამორიცხავენ, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყოს. ნიუპოსტი
ათენში დაპატიმრებული კონსტანტინე მანაგაძე პოლიციამ და პატიმრებმა სასტიკად სცემეს
ათენში საქართველოს მოქალაქე 1985 წელს დაბადებული კონსტანტინე მანაგაძე , რომელმაც 2016 წლის მაისიდან სასჯელი ხანიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა , ხოლო მიმდინარე წლის აპრილიდან ათენის შს სამინისტროს უცხოელთა განყოფილების საპატიმრო დაწესებულაბაში იმყოფებოდა საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად ყოფნისათვის, პოლიციის მიერ სასტიკად იქნა ნაცემი. ოჯახის წევრების ინფორმაციით შემთხვევა 8 მაისს მოხდა, მას შემდგომ რაც დაკავებული კონსტანტინე მანაგაძე ბერძნულის არმცოდნე […]










