უბედური შემთხვევა სოფელ ველისციხეში – ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 40 წლის ქალი დაიწვა, ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა, მან გარდაცვლილის სახლიდან კვამლი შენიშნა.
როგორც ცნობილია გარდაცვლილი ლოგინად იყო ჩავარდნილი და შემთხვევის დროს შინ მარტო იყო. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 40 წლის ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

