მარიხუანის დათესვისთვის ზურაბ ჯაფარიძე 500 ლარით დააჯარიმეს

მარიხუანის დათესვისთვის ზურაბ ჯაფარიძე 500 ლარით დააჯარიმესახალი წლის ღამეს პარტია „გირჩის“ ოფისში მოქალაქეების მიერ მარიხუანას საჯაროდ დათესვის გამო ზურაბ ჯაფარიძე სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოიტანა.

მარიხუანას საჯარო დათესვა „გირჩის“ აქციას წარმოადგენდა. „გირჩის“ მოთხოვნაა, გაუქმდეს ყოველგვარი სასჯელი (როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი) ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო.

ასევე, მოხდეს პირადი მოხმარების მიზნით კანაფის კულტივირებისა და შენახვის ლეგალიზება.

ნიუპოსტი