კატეგორია: სამართალი

კანონიერი ქურდი ნიკა დგებუაძე, აფხაზმა ქურდებმა პისტოლეტის კონდახებით სცემეს

რუსული, კრიმინალურ თემებზე ორიენტირებული პრესა წერს, რომ “ნიკა გაგრინსკი” კლინიკაშია გადაყვანილი და ქალა-ძვლის მოტეხილობა, ასევე, ტვინის შერყევა აღენიშნება. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა დგებუაძე გაგრაში კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩავიდა. როგორც წესი, “დიპლომატიური მისიით” ჩასულ “კანონიერებს” არ ერჩიან, თუმცა აფხაზმა ე.წ. კანონიერმა ქურდებმა “ხასამ”(ალხას ავიძბა) და “ასტიკმა”(ასტამურ შამბა), რომელთა შესახებ ერთერთ შეხვედრაზე […]

„პროკურატურა საპატრიარქოში ძალიან ცუდად აფათურებს ხელებს“

– პროკურატურის მტკიცებით, მათ იცოდნენ, რომ მამა გიორგის ბარგში ჰქონდა ციანიდი. ამბობენ, რომ იცოდნენ, ის ციანიდის შეძენას აპირებდა და მასზე მიმდინარეობდა თვალთვალი. ამის მიუხედავად, დღემდე ვერ დაადგინეს, თუ სად შეიძინა მამაომ ეს ნივთიერება. არადა, პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ვისთანაც კი კონტაქტი ჰქონდა, ყველა სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ციანიდის გამყიდველს ვერ იპოვიან, იმიტომ, რომ […]

მიხეილ რამიშვილი: “მამა გიორგის ადვოკატობაში ერთი თეთრიც არ ამიღია”

“გამაფრთხილეს, რომ იციან, სად არის ჩემი შვილი” მიხეილ რამიშვილი, პრატომ დაიხურა ციანიდის საქმე? ვინ სვამდა საეჭვო კითხვებს საპატრიარქოსთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო პროკურატურამ შესაძლო თანამზრახველებზე საუბარი, რა ურთიერთობები აქვს მეუფე პეტრესთან, ვისი რეკომენდაციით გახდა მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ესაუბრება. – იმდენად უსუსურია ეს მტკიცებულებები, რომ […]

გორის რაიონში გიორგობის სუფრაზე 50 წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს

გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. სუფრაზე დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. – გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდა. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში, – აცხადებენ ახლობლები. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.

შალვა ხაჭაპურიძე: “მურუსიძემ ენა გააჩუმოს!”

– მურუსიძე რომ არის დღევანდელი სასამართლოს სახე, ასევე ჩინჩალაძე, ცერცვაძე და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იქ არის ძალიან მცირე ნაწილი მოსამართლეების, რომლებიც იმსახურებენ სისტემაში დარჩენას. დღეს იმდენად უავტორიტეტო შეიქმნა ეს სისტემა, რომ ეს ჯგუფი მიხვდა, აქ თუ რაიმე ღონისძიებები არ გატარდება, საერთოდ ნებისმიერი გადაწყვეტილება კარგავს აზრს. სასამართლო გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ იგი უნდა ემყარებოდეს […]

ძლიერ ავარიას ფონიჭალაში 1 ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ავარია მოხდა გუშინ გვიან ღამით ფონიჭალა-რუსთავის გზაზე. მერსედესის მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. როგორც ,,ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთერთ ავტომანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილია 1 ადამიანი, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი

ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა – დაიღუპა საწყობის მენეჯერი

გუშინ გვიან ღამით ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა.  აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული საწყობის ერთ-ერთი მენეჯერია, რომელიც აფეთქების მომენტში იქ იმყოფებოდა. 45 წლამდე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ბეტონის ფილების ქვეშ მოყოლილი იპოვეს. აფეთქების სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო, საწყობი მთლიანად დანგრეულია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი. ნიუპოსტი

მანქანა მტკვარში გადავარდა 

შემთხვევა ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე – სოფელ რუსთავთან  TOYOTA​-ს მარკის ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ის ახალციხეში  ევექსის  კლინიკაში  გადაიყვანეს, ხოლო ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და ისინი თბილისში, იმედის კლინიკაში გადიან მკურნალობას. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანქანის მოცურებამ გამოწვია, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით […]

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის საქმეზე კიდევ 2 ექიმი დააკავეს – ,,გოგონა სანახევროდ დანაწევრებულია“

საბერძნეთში მოკლული დიანა ბერიძის საქმეზე კიდევ ორი ექიმია დაკავებული. 36 წლის ქალი, სავარაუდოდ, ექიმის შეცდომას ემსხვერპლა. შემთხვევა პოკრატიუს საავადმყოფოში, თესალონიკში მოხდა. 36 წლის დიანა ბერიძე ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის მივიდა, მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. ცხედარი კი ჰალკიდიკიში, ტყეში მდინარიდან გამორიყული იპოვეს. დაკავებული 38 წლის ანგიოქირურგია, რომელიც ამავე საავადმყოფოში მუშაობდა. გარდაცვლილის მეუღლემ ქალის დაკარგვის თაობაზე […]

ზაზა ხატიაშვილი: „თანამემამულენო, ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია!“

– თანამემამულენო! ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია! გელოდებით ყველა მოქალაქეს, ვინც არ იყიდება, 8 მაისს დილის 10-00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინ, ერთად გავაპროტესტოთ მურუსიძეების სამუდამოდ დანიშვნა სასამართლო სისტემაში. სამარცხვინო ხელისუფლებამ გადაწყვიტა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანების სამუდამოდ, მოსამართლის მანტიით აღჭურვა, რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული. სამართალი გახდა ასოცირებული მურუსიძესთან, ჩინჩალაძესთან და ცერცვაძესთან, ვინც ეს […]