ძლიერ ავარიას ფონიჭალაში 1 ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერ ავარიას ფონიჭალაში 1 ერთი ადამიანი ემსხვერპლაავარია მოხდა გუშინ გვიან ღამით ფონიჭალა-რუსთავის გზაზე. მერსედესის მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ თვითმხილველმა განუცხადა, ერთერთ ავტომანქანას შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. გარდაცვლილია 1 ადამიანი, 4 დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

ნიუპოსტი