ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა – დაიღუპა საწყობის მენეჯერი

ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა – დაიღუპა საწყობის მენეჯერიგუშინ გვიან ღამით ზუგდიდში თამბაქოს საწყობი აფეთქდა.  აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. დაღუპული საწყობის ერთ-ერთი მენეჯერია, რომელიც აფეთქების მომენტში იქ იმყოფებოდა. 45 წლამდე გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ბეტონის ფილების ქვეშ მოყოლილი იპოვეს.

აფეთქების სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა იყო, საწყობი მთლიანად დანგრეულია. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მერი.

ნიუპოსტი