გორის რაიონში გიორგობის სუფრაზე 50 წლამდე მამაკაცი ცემით მოკლეს

გორის რაიონში გიორგობის სუფრაზე 50 წლამდე მამაკაცი ცემით მოკლესგორის რაიონის სოფელ ქვახვრელში 50-წლამდე ასაკის მამაკაცი ცემით მოკლეს. შემთხვევა გიორგობის დღესასწაულზე მოხდა. სუფრაზე დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

– გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აღენიშნება, დამტვრეული აქვს მხრის ძვლები. მას, სავარაუდოდ, ოთხი ადამიანი, მათ შორის, სტუმრები, სცემდა. ერთი წაიყვანეს უკვე პოლიციაში, – აცხადებენ ახლობლები.

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პირი.