სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ წიაღუბანში ურთიერთშელაპარაკებისას შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც სოფლის რწმუნებული აცხადებს, მამასა და შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. – შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. სუფრაზე ისხდნენ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მოულოდნელად შვილმა მამას დანა გულის არეში ჩაარტყა. შემთხვევის დროს სუფრასთან მეზობელი და ოჯახის ნათესავიც იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, მამა სამედიცინო პერსონალის მოსვლამდე […]
კატეგორია: სამართალი
სუიციდი ქობულეთში – 21 წლის ახალგაზრდამ სანადირო თოფით თავი მოიკლა
ქობულეთში, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი სანადირო თოფით მოიკლა. მეზობლებმა გასროლის ხმა გაიგეს, ადგილზე მისულებს კი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. სახლში ახალგაზრდა სავარაუდოდ მარტო იმყოფებოდა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი
სარფის საბაჟოზე 482,3 კარატის ზურმუხტი აღმოაჩინეს – დაკავებულია ერთი პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, როდესაც საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ქვა – […]
რუსთავი 2-ის ექსკლუზიური დოკუმენტები – სესიაშვილის შვილის საქმეზე მიმოწერა სუს-სა და შსს-ს შორის
რუსთავი 2-მა ექსკლუზიური დოკუმენტები მოიპოვა, სადაც საუბარია ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით, რომელიც სიონის ქუჩაზე მომხდარი ქურდობის ფაქტს უკავშირდება. დოკუმენტების თანახმად, 2015 წლის 5 მარტს შს სამინისტროში შევიდა შეტყობინება მოქალაქე ჯანო ბერაიასგან იმის თაობაზე, რომ თბილისში, სიონის ქუჩა ნომერ 13-თან გაჩერებული ავტომანქანიდან მოიპარეს მისი მეგობრის, თამარ წილოსანის ხელჩანთა. მომხდარ ფაქტზე იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის […]
დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღარ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ამ ეტაპზე არ სურს, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაცვის მხარეს აქვს გარკვეული სამართლებრივი და ასევე სხვა არგუმენტები, რომელთა თანახმადაც, ამ ეტაპზე ისინი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ, თუმცა ფანცულაიას არ დაუკონკრეტებია, რა არგუმენტებია ესენი. რაც შეეხება პროკურატურის მიერ […]
პროკურატურა – მამა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას ანგარებით გეგმავდა
– არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. 2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შორენა თეთრუაშვილთან და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. პროკურატურის ვერსიით, გიორგი მამალაძემ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან […]
ირაკლი სესიაშვილი: „იოსელიანის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა თინა ბოკუჩავას ქმრობაა“
– დარწმუნებული ვარ, გამოძიება დაადგენს, რომ დანაშაულის მოხდენის დროს ჩემი შვილი არ იმყოფებოდა იქ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდორე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ბრალდებები არის პოლიტიკური ცილისწამება, რომელიც მიმართულია მის წინააღმდეგ. ამასთან, სესიაშვილი გამოეხმაურა “რუსთავი 2-ის” სიუჟეტსაც და განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მცდელობა რაიმე ეპოვნა, წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. […]
პროკურატურა „ცენტრ პოინტის“ საქმეში დავით გამყრელიძეს ერთ-ერთ დაზარალებულად ცნობს
„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე პროკურატურა ერთ-ერთ დაზარალებულად „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილ ლიდერს, დავით გამყრელიძეს ცნობს, თუმცა თავად გამყრელიძე აცხადებს, რომ დაზარალებული არ არის. როგორც გამყრელიძემ დღეს, საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, მას რამდენიმე ხნის წინ მიუვიდა უწყება დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არავისთვის მიუმართავს. “მე არ მქონია პრეტენზიები ბინასთან დაკავშირებით, არც […]
ქუთაისში ჯარისკაცმა გოგონა სცემა
ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ჯარისკაცმა გოგონა სცემა.როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, კონფლიქტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
“თავადაც შევსწრებივარ, როგორ ურტყამდა ორსულ დედას” – თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
39 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული 42 წლის გიორგი ჯანაშვილის დედა მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მკვლელობის შესახებ პოლიციას მას შემდეგ შეატყობინა, რაც მისმა შვილმა დაურეკა და უთხრა, რომ მირანდა ვაჩეიშვილი „შემოაკვდა“. თამარ ჯანაშვილის მონაყოლის მიხედვით, ბრალდებული პოლიციას თვითონ ჩაბარდა. მისივე ინფორმაციით, დაკავებული მოკლულთან ქორწინებაში არ ყოფილა. – ჩემს […]










