ქუთაისში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ჯარისკაცმა გოგონა სცემა.როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, კონფლიქტი შელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო, რაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა.
ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

