თბილისში აფთიაქი გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ, გლდანის მე-7 მიკრორაიონში მოხდა.უცნობია რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს ბოროტმოქმედებმა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით აღიძრა, რაც ძარცვას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კატეგორია: სამართალი
ძარცვა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში
ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაძარცვეს. როგორც ბოტანიკურ ბაღში აცხადებენ, ძარცვა ღამის საათებში მოხდა და წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი. – ძარცვა, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, რადგან კვირა დილით სამსახურში მისულს შენობა გაძარცვული დაგვხვდა. დაწესებულებას დარაჯი ჰყავს, მაგრამ მძარცველებმა შეუმჩნევლად იმოქმედეს, – განაცხადა ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თემურ ჩეჩელაშვილმა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. […]
რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას ეძებენ
რუსთავში 21 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გიორგი ალიევი 20 მარტს მეზობელ ფერმაში სამუსაოდ წავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. დაკარგულის ნათესავების განცხადებით, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პოლიციას 24 საათის შემდეგ ეცნობა, თუმცა ამ დრომდე არავითარი შედეგი არ არის და არც მეზობლები და ახლობლები გამოუკითხავთ.
ავტოავარია თბილისში – საბჭოს მოედანზე ფეხით მოსიარულე ქალბატონს ავტომანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ამ წუთებში თბილისში, საბჭოს მოედანზე. ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 50 წლის ქალბატონს დაეჯახა. ქალბატონს დაზიანებები აღენიშნება. იგი ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავთ.ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოქალაქე ქუჩაზე მაშინ გადადიოდა, როდესაც შუქნიშანზე წითელი შუქი ენთო და მძღოლს მოძრაობის წესები არ დაურღვევია.პოლიციის განცხადებით საქმე აღძრულია სასიხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის […]
საქორწინო ესკორტის მანქანა ავარიაში მოჰყვა
თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა გადახტა
თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივი რეჟიმით აკონტროლებენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვანში 14 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს
რუსთავში ავტომობილში გაზის ბალონი აფეთქდა
ქალაქ რუსთავში, მსუბუქ ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. ინციდენტის დროს, ავტომობილში მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნიუპოსტი
თბილისში კაფე “ანტრე” დააყაჩაღეს
ყაჩაღობა მოხდა გუშინ თბილისში. ვაკეში, კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე ,,ანტრე“ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, კაფეში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. წაღებული გარკვეული რაოდენობის თანხა. შემთხვევის დროს ანტრეში ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, ის დაკითხვაზეა გადაყვანილი. როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამნაშავეების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ირაკლი გედენიძე: ”ამიყვანეს ჯიქიას სასაფლაოზე, დამაგდეს ახლადგადასწორებულ საფლავზე და შუბლზე იარაღი დამადეს”
ფოტოგრაფების საქმეზე დღეს ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი გედენიძე დაიკითხა. ფოტოგრაფმა დაკითხვისას საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. როგორც გედენიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, სასამართლოს წინაშე გაიხსენა ჯიქიას სასაფლაოზე მისი წაყვანის ფაქტი, სადაც სცემეს და შუბლზე მოკვლის მუქარით იარაღი დაადეს. – სახლიდან როგორც კი გამიყვანეს, ჯიქიას სასაფლაოზე ამიყვანეს. დამაგდეს ახლადგადასწორებულ საფლავზე, რომელიც იყო მიწით და ღორღით მოფენილი. ყველას ეკეთა ნიღბები […]









