კატეგორია: სამართალი

ირაკლი სესიაშვილი: ნაციონალებს ჩემს შვილზე ნათქვამი სიბინძურისთვის სასამართლოში ვუჩივლებ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მის შვილთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს და ოპოზიციას სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება. – მარაზმია… რა ხასიათიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად იმის გამოვლინებაა, რასაც ახლა ენმ აკეთებს. მათი საინფორმაციო სტრატეგია აგებული იყო იმაზე, რომ ჩემმა შვილმა მართლაც მიმართა სუსს და 6 თვიანი ხელშეკრულებით მართლაც დაიწყო […]

სუსი: დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის დაცვით მოხდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს. როგორც სუსში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. – დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის […]

კოტე იოსელიანი – ირაკლი შოთაძემ ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმე მიჩქმალა

ნაციონალური მოძრაობის წევრი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტარ ირაკლი სესიაშვილის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას გეგმავდა და სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მისი ხელის ანაბეჭდი დღემდე გაუხსნელი ქურდობის დროს აღებული ანაბეჭდების იდენტური იყო. – სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე […]

გერმანიის შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 1.1% მოდის

გერმანიის შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ ჩადენილი დანაშაულიდან საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 1.1% მოდის გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ 616, 230 დანაშაულიდან, საქართველოს მოქალაქეებზე მხოლოდ 6,541 დანაშაული მოდის (1.1%). აღნიშნული მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედიან თურქები, რუმინელები და პოლონელები. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წელს […]

ვიოლეტა ფორჩხიძემ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი პროცესი 20 ივნისს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში […]

სასტიკი მკვლელობა თბილისში – ყოფილმა ქმარმა 4 შვილის დედა ელექტროსადენით გაგუდა

თბილისში 4 შვილის დედა ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. საქმის მასალების მიხედვით, გიორგი ჯანაშვილმა 39 წლის მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ბრალდებული მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. ოჯახის ინფორმაციით, მირანდა ვაჩეიშვილმა პოლიციას დახმარებისთვის არერთხელ მიმართა, რადგან ყოფილი მეუღლე მას ხშირად ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქის ყველა […]

ირაკლი ჩხვირკია: “უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ”

ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს. სასამართლოს დაწყებამდე ბრალდებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა. – უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ. აბსოლუტურად აბსურდია ის მინისპეცოპერაცია, რომელიც ჩემ მიმართ ჩატარდა. არ იყო ამის აუცილებლობა, ვინაიდან მე მქონდა განცხადება გაკეთებული და მზად ვიყავი გამოვცხადებულიყავი სასამართლოში, – აღნიშნა ირაკლი ჩხვირკიამ. ჩხვირკიასთან […]

„აფერისტების ჯგუფი“ – შელაპარაკება როგავების ოჯახის წევრებსა და სუს-ის წარმომადგენლებს შორის

გალში სამმხრივი მოლაპარაკებებს ხმაური მოჰყვა. ხმაური იყო ენგურის ხიდზე, სადაც გალში სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მამა-შვილის, არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებს სუს-ის წარმომადგენელი შეხვდა. როგავებმა ქართულ მხარეს „აფერისტების ჯგუფი“ უწოდეს. მანამდე კი სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დადასტურა, ინფორმაცია, რომ მამ-შვილს სოხუმის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პარიმრობა შეუფარდა. როგორც კახაბერ ქემოკლიძემ გალის შერეული შეხვედრის დასრულების […]

ავარიას ქედაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ ზვარესთან მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა, არასრულწლოვანი კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მაკა ჩიჩუა: “იარაღი ჩემი ძმის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა, ის ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია”

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ მისი ძმის სახლში აღმოჩენილი იარაღი მგალობლიშვილის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა. ჩიჩუას თქმით, იარაღი გამოუსადეგარი და ძველი იყო. – კარგად აღნიშნა ადვოკატმა, ის იარაღი რომელზეც არის საუბარი, ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია. ის ააწყვეს ექსპერტიზაზე, იმიტომ, რომ უვარგისია. მამამისი დაკავებამდე სამი დღის წინ გარდაიცვალა, იმ სახლიდან წამოიღო და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი […]