ხმაური ხელვაჩაურში – ქიბარ ხალვაშის ძმა „ტრანს კავკას კრისტალის“ წილს ითხოვს

ხმაური ხელვაჩაურში - ქიბარ ხალვაშის ძმა „ტრანს კავკას კრისტალის“ წილს ითხოვს„ნიუ პოსტის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში, „ტრანს კავკას კრისტალის“ ტერიტორიაზე წუხელ ხმაური იყო. გვიან ღამით აღნიშნულ ტერიტორიაზე შპს ბიზონის ხელმძღვანელი, ნიზახ ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად მივიდა, მან ტერიტორიის დაკავება სცადა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს.

ქიბარ ხალვაშის ძმა აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ ეს კომპანია სწორედ მას ეკუთვნოდა.

– შემოიჭრა შპს ბიზონი, რომელმაც დაახლოებით 8 ადამიანი მოიყვანა დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც უნდოდათ რომ დაეკავებინათ ტერიტორია და ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი გასულიყო ტერიტორიიდან, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება კანონის ფარგლებში, – განაცხადა „ტრანს კავკას კრისტალის„ დირექტორმა გიორგი ქარცივაძემ.

„ტრანს კავკას კრისტალის“ ხელმძღვანელობის განცხადებით კი, კომპანია სამი წლის წინ კანონიერად შეიძინეს.