თელავში, კირიონის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცმა, ცოლი დაჭრა. სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა. დაჭრილი მუცელში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დამნაშავე დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
კატეგორია: სამართალი
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გაკეთებული ბრალდებების საჯარო უარყოფა და 1.500 ლარი დააკისრა
სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი, გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ელისო კილაძეს, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი 20.500 ლარი არ დაეკისრა და მხოლოდ 1.500 ლარიანი ჯარიმა […]
”ცენტრ პოინტისთვის” პროკურატურის წინადადება მიუღებელია
”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებისთვის პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმების პირობები მიუღებელია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, პროკურატურის ბოლო შეთავაზებაა, რომ ”ცენტრ პოინტმა” უნდა დაიწყოს მშენებლობები, დაზარალებულთა დაკმაყოფილება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპანიის ქონებისთვის ყადაღის მოხსნა. – ეს მიუღებელია დაცვის მხარისთვის. გამოდის, რომ პროკურატურა ერთს ლაპარაკობს საჯაროდ, საზოგადოებისთვის, ხოლო მეორეს გვთავაზობს […]
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშა დაიღუპა
თბილისში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ავარია გორის ავტობანთან – 26 წლის ბიჭი ჯარისკაცმა გადაარჩინა
გვიან ღამით გორში ავტობანთან, 26 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, არსებული ინფორმაციით მძღოლი მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში მიწაზე უგონო მდგომარეობაში ეგდო. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ავტობანზე ასვლას და გამგზავრებას აპირებდა. ის უგონო მდგომარეობაში ჯარისკაცმა გამთენისას ნახა და სასწრაფო გამოიძახა. დაშავებული ექიმებმა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია, […]
ადვოკატები: „თემურ ბასილიას მიმართ გამოტანილი უკანონო განაჩენი გადაიხედება“
ადვოკატები არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი, საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურის მხრიდან საქართველოს უზენაესს სასამართლოში გასაჩივრებულ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ეხმაურებიან და სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ. – როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურა და სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში. […]
გერმანიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გერმანიაში ქალაქ მაიჰამში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. 32 წლის მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. საქართველოში მამაკაცი რუსთავში ცხოვრობდა. ამ დროისათვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საქმეს გერმანიის პოლიცია იძიებს. არსებული ინფორმაციით სამართალდამცავებმა გარდაცვლილის მეგობრები დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. ნიუპოსტი
სუს–მა მაია ბ. დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7.000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის – 3.500 აშშ […]
თბილისში მამამ შვილი მოკლა
ორთაჭალაში მამამ შვილი მოკლა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ მოტივად შელაპარაკება სახელდება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.









