კატეგორია: სამართალი

თერჯოლაში მომხდარი ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სამი პირი: 1982 წელს დაბადებული, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი კ.მ., 1976 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ხულიგნობისთვის ნასამართლევი გ.ზ. და 1981 წელს დაბადებული, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემული […]

შვედეთში საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქართველოს საელჩო

შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამასთან, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428. – საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმარავლ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მამა გიორგი მამალაძე მხოლოდ წყალს იღებს

– მამა გიორგი იღებს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს როგორც საკვებზე, ისე გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო დანიშნულ მედიკამენტებზე დეკანოზმა გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი, – ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმამე-9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე […]

მერაბ ღოღობერიძე კახა ბუხრაძის ხელახალ დაკითხვას ითხოვს

აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ დატოვა. იგი დაკითხვაზე თავისი ინიციატივით იმყოფებოდა. როგორც მერაბ ღოღობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა კახა ბუხრაძემ 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში იცრუა. მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ კახა ბუხრაძესთან შეხვედრის დროს მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ადმინისტრაციული […]

გურამ რჩეულიშვილმა გლდანის ციხე დატოვა _ მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშია

დღეს გურამ რჩეულიშვილმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი. გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. _ მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ […]

გუკა რჩეულიშვილი ციხეს დღეს დატოვებს

გუკა რჩეულიშვილი ციხეს დღეს დატოვებს. აღნნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ უკვე მიიღო. როგორც ადვოკატი აცხადებს, მას ამოეწურა მისჯილი  9-თვიანი პატიმრობის ვადა. სასამართლო გადაწყვეტილება გადაეგზავნება სასჯელაღსრულების სამინისტროს და გუკა რჩეულიშვილი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.

მცხეთაში პოლიციის მანქანა ამოტრიალდა

მცხეთაში პოლიციის ავტომობილს მსუბუქი მანქანა დაეჯახა. „პიკაპის” მარკის ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიციელები ამ წუთებში მუშაობენ. „ნიუპოსტი” შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ

სუს–მა ონის გამგეობის მაღალჩინოსანი, გიორგი მელაშვილი, დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის გიორგი მელაშვილის დაკავებას ადასტურებს. სუს-ში აცხადებენ, რომ მელაშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მელაშვილი თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ონის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელს დაჰპირდა, რომ იგი ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზრუნველყოფდა სატენდერო […]

გუკა რჩეულიშვილი შეიძლება დღეს გამოუშვან

ბათუმის „მაგნოლიის“ საქმეზე დაკავებული გუკა რჩეულიშვილი შესაძლოა დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ. მიზეზი წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადის რამდენიმე დღეში ამოწურვაა. ამავე საქმეზე ბრალდებული მამა რჩეულიშვილის ადვოკატი, დღეს ცანიშნულ სასამართლო პროცესზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს. სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე არის ჩანიშნული.

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.