იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრესცოტა ხნის წინ, თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.