კატეგორია: სამართალი

მეტეხის ხიდთან ბომბს ეძებდნენ – ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

რამდენიმე წუთის წინ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ. რამდენადაც ცნობილია, უცნობმა პირმა ჩანთის მსგავსი ნივთი დატოვა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.

სამართალდამცავებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკორეალიზატორები დააკავეს

სამართალდამცავებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკორეალიზატორები დააკავეს სამართალდამცავებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, […]

ელისო კილაძე: ღარიბაშვილსა და კახურ კლანზე ინფორმაციებს ივანიშვილის მინისტრი მაწვდიდა

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ ე.წ კახურ კლანსა და ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სკანდალურ ინფორმაციებს ის შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნისგან, გელა ხვედელიძისგან არ იღებდა. კილაძის თქმით, მისი წყარო, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული თანამდებობის პირია. ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ წყაროს ვინაობა დაასახელოს. _ ეს მასალები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს და კახურ კლანს ეხებოდა, არ იყო გელა ხვედელიძის […]

ნატო იმნაძე: ,,ასლან აბაშიძემ მამაჩემს 3-ჯერ ესროლა”

ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო ასლან აბაშიძეზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა. ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველია, ფიქრობს, რომ ყველაფერი აბაშიძის “გასაპრავებლად” კეთდება. ნატო იმნაძე: – აშკარაა, ვიღაცა ძალიან არის დაინტერესებული იმით, […]

ნინო გვენეტაძე: „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ”

_ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და განჩინება მხარეებს დღეს ჩაბარდებათ. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. _ დღეს  უზენაესი სასამართლო ჩააბარებს მხარეებს დიდი პალატის გადაწყვეტილებას და იმ განჩინებებს, რომლებიც საქმესთან დაკავშირებითაა გამოტანილი. კითხვაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, არის გადაწყვეტილებაში და განჩინებებში, რომელიც დღეს იქნება მხარეებისთვის ჩაბარებული. ის, რაც […]

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა

ესპანეთის პოლიციამ საქართველოს 17 მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანეთის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ესპანელი სამართალდამცველები ქართველებს ქურდობასა და ყაჩაღობას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ქართველები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში დააკავა. როგორც ”ინტერპრენიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს 17 მოქალაქე ესპანურმა პოლიციამ 3-4 თვის წინ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთში […]

ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების საქმეზე პროკურატურას ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი თბილისის პროკურატურას დღეს ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს. საუბარია მისი შვილის დაკავების მომენტში სამართალდამცავთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ელისო კილაძის განცხადებით, წარდგენილი დოკუმენტები გამოძიებას სიმართლის დადგენაში დაეხმარება. _ დაკავებისას პოლიციელები წერდნენ, რომ დაკავებისას ჩემი შვილის მიმართ გამოიყენეს პროპორციული ძალა და მას დაზიანებები არ ჰქონდა, კაპეზეში შეყვანისას დეტალურად აღნიშნულია ყველა ის […]

კახეთში 81 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

კახეთში 81 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე დამწვრობის კვალი აღენიშნება. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ის ნაწამები და მოკლულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი სხეულის თერმული დამწვრობაა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

 სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო ხვალიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქალაქის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ გამოსცა. სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა. პეტერბურგის მეტროპოლიტენი დღეს მთლიანად დაიხურა.

“ვცდილობდი, თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა”_ გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს. მარეხ ფერაძე აღნიშნავს, რომ მომხდარს თავადაც შეესწრო. _ სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. სამი წუთით […]