გურამ რჩეულიშვილმა გლდანის ციხე დატოვა _ მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშია

დღეს გურამ რჩეულიშვილმა გლდანის ციხე დატოვა _ მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშიაგურამ რჩეულიშვილმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა.

სასამართლომ გურამ რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას „ცენტრ პოინტის“ საქმის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30.000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გურამ რჩეულიშვილს ასევე დაევალა, ჩააბაროს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.

გურამ რჩეულიშვილმა საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

_ მამა მელოდება საავადმყოფოში, შვილი მელოდება სახლში, რომელიც არ მინახავს, დედა და დეიდა ციხეშია, _ განაცხადა მან.

რჩეულიშვილმა წარდგენილ ბრალდებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა. სასამართლოს გადაწყვეტილება კი _ მკაცრი.

_ მითვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. რამდენიმე მოვლენა _ ომი, კრიზისი, შემდგომ რამდენიმე მმართველი კომპანია, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში მოიტანა ეს ყველაფერი. მე დღეს არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ ვინმეს დავეჯინო, ან რამე დავთმო აუცილებლად გამოსავალს ვიპოვი, ჩემთვის პრიორიტეტი დედაჩემისა და დეიდაჩემის გამოსვლაა, მაგრამ ეს დაკავშირებული და გაიგივებული მაქვს დაზარალებულების დაკმაყოფილებასთან, _ განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება მაია და გურამ რჩეულიშვილების ბრალდების საქმის არსებითი განხილვა. პროკურატურამ მტკიცებულებების წარდგენა 2017 წლის იანვარში დაასრულა, რომლის ფარგლებშიც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში დაკითხული იქნა 60-მდე მოწმე და გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების 42 ტომი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.

_ პროკურატურა მიმართავს მის ხელთ არსებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას საქმის არსებითი განხილვის დროულად დასრულებისთვის, _ აცხადებენ პროკურატურაში.