კატეგორია: სამართალი

”გელა ბარკალაიას დაკავებამდე მერია ”მათე მოტორსის” შენობის დათმობას სთხოვდა”

“მათე მოტორსის” დამფუძნებლის, გელა ბარკალაიას, ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მისი დაკავება ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე მოხდა. ამის შესახებ ადვოკატმა ბიზნესკონტრაქტის პირდაპირ ეთერში განაცხადა. _ ბატონმა გელამ განაცხადა, რომ მისი დაკავება მოხდა მისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ის ცნობილი ბიზნესმენია. ის 2010 წელს დააპატიმრეს, 2 მილიონი ჯარიმა დააკისრეს, წაართვეს 12 პიკაპი ავტომანქანა, რომელიც დაიბრუნა […]

პროკურატურამ შორენა თეთრუაშვილი დაკითხა და დაზარალებულად ცნო

საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ ნიუპოსტს განუცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ციანიდის საქმეზე პროკურატურაში დაკითხეს. იურისტი არ ადასტურებს, კონკრეტულად როდის დაიკითხა თეთრუაშვილი. მისი თქმით, თეთრუაშვილი დასვენების დღეებში დაკითხეს. საპატრიარქოს იურისტმა განაცხადა, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტი მოწმის სტატუსით დაიკითხა, დადგენილებაში კი წერია, რომ თეთრუაშვილი დაზარალებულად ცნეს. ედიშერ ქარჩავამ ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ამავე საქმეზე, პატრიარქის მდივან-რეფერენტის გარდა, საქართველოს […]

ქიბარ ხალვაში სტრასბურის სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდა

ქიბარ ხალვაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-სა და საქართველოს სახელმწიფოს შორის დავაში მესამე მხარედ ჩართვის მოთხოვნით მიმართავს. წერილობითი მოთხოვნა ბიზნესმენმა სტრასბურის სასამართლოში შეიტანა, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში განაცხადა, აღნიშნულ დავაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შესაძლებელია, მისი უფლებები შეილახოს და მას სურს, რომ სასამართლომ მისი პოზიციაც მოისმინოს. _ სამართლის […]

გიგი ტუღუშმა “სითი-პარკს” 11.400 ლარის ჯარიმაზე სასამართლო მოუგო

კომპანია, რომელიც თითქმის 10 წელია, თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. “სითი-პარკის” წყალობით, ალბათ თითოჯერ მაინც, ყველა თბილისელი მძღოლი დაჯარიმებულა, მაგრამ ის რაც გიგი ტუღუშს შეემთხვა, თითქმის უპრეცედენტოა _ მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა 11.000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო. თბილისის საქალაქო […]

ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის და “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს

“გურია ნიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ფეისბუქზე გამოცემის ჟურნალისტი წერს. ნატო გოგელია წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კომპანია “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს. დეტალებს “გურიანიუსი” აქვეყნებს. როგორც ირკვევა, “პანორამის” დაყადაღება ირაკლი ოქრუაშვილის მინდობილობით მოქმედმა ადვოკატმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ მოითხოვა, რადგან ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის […]

როგორ გადადიოდა რუსთავი 2 ხელიდან ხელში

როგორი იყო რუსთავი 2-ის ისტორია დაარსებიდან დღემდე და როგორ იცვლებოდა მისი მფლობელების ისტორია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2013 წლის ანგარიშშია მოცემული. ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიის დაარსებიდან, 1994 წლიდან 2004 წლამდე ტელევიზიას დამფუძნებლები დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და ეროსი კიწმარიშვილი ფლობდნენ. 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა მოვიდა, 2012 წლამდე […]

კომპანია „მათე მოტორსის“ მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს

კომპანია ”მათე მოტორსის” მფლობელი გელა ბარკალაია დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით გელა ბარკალაიას პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. გელა ბარკალაია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლითაა დაკავებული.

ბათუმში, სახლის აივანზე, 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავები მუშაობდნენ. მეზობლების თქმით, 31 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას დავით მჟავია უხელმძღვანელებს

შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობაზე დავით მჟავია დაინიშნა, რომელიც მანამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა უფროსმა გიორგი ხურციამ თანამდებობა დატოვა და სამუშაოდ რუსთავში გადაიყვანეს.

თეა წულუკიანი: სტრასბურის სასამართლოში გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო

ცოტა ხნის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავი 2-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა. მისი თქმით, რუსთავი 2–მა მოითხოვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სტრასბურის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და […]