”გელა ბარკალაიას დაკავებამდე მერია ”მათე მოტორსის” შენობის დათმობას სთხოვდა”

”გელა ბარკალაიას დაკავებამდე მერია ”მათე მოტორსის” შენობის დათმობას სთხოვდა”“მათე მოტორსის” დამფუძნებლის, გელა ბარკალაიას, ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მისი დაკავება ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

ამის შესახებ ადვოკატმა ბიზნესკონტრაქტის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

_ ბატონმა გელამ განაცხადა, რომ მისი დაკავება მოხდა მისი ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ის ცნობილი ბიზნესმენია. ის 2010 წელს დააპატიმრეს, 2 მილიონი ჯარიმა დააკისრეს, წაართვეს 12 პიკაპი ავტომანქანა, რომელიც დაიბრუნა 5 წლის შემდეგ, გაუბედურებულ მდგომარეობაში.

შემდეგ მას სთხოვდნენ ”მათე მოტორსის” შენობის დათმობას, რომელიც მდებარეობს ვეფხისა და მოყმის ძეგლთან.

ეს ბრალდება არის დაუსაბუთებელი ბრალდება, მოგონილი. 2014 წელს თუ შეიტანეს განცხადება, რატომ იდო ეს 3 წელი განცხადება უმოძრაოდ. არავითარი გამართლება არ აქვს ამას. რა პასუხიც უნდა გაგვცეს ბრალდების მხარემ, რეალურ პასუხს ვერ გაგვცემს, _ აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, გელა ბარკალაიას დაკავებამდე ერთი თვის განმავლობაში 15-ჯერ დაიბარეს მერიაში და აიძულებდნენ, დაეთმო “მათე მოტორსის” შენობა. მასთან ნარმანიას ჰქონდა საუბარი.
_ როგორც ბატონმა გელამ განმარტა, ფაქტობრივად მან ფირმა ფეხზე დააყენა. მას ჰქონდა 5 ათასი ელეტროავტომანქანის შემოყვანის და 5-სართულიანი პარკინგის შენობის აშენების გეგმა.

როგორც მან განმარტა, მას შლაგბაუმის დაყენების უფლებაც კი არ მისცა მერიამ ერთ-ერთ სამსახურთან, _ განაცხადა ადვოკატმა როსტიაშვილმა