ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის აივანზე გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავები მუშაობდნენ.
მეზობლების თქმით, 31 წლის ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

