სასამართლომ ძიძა დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება ახალშობილის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ფაქტს. ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობით 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 2 წლით აეკრძალა არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი საქმიანობის უფლება. საქმე ეხება 2016 წლის ნოემბერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბრალდებულმა ძიძამ […]
კატეგორია: სამართალი
დიმიტრი ლორთქიფანიძე: “ირაკლი მამალაძე განსაკუთრებული დაცვის ქვეშ უნდა იყოს”
პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების ნახვისას, გამოცდილი თვალი აუცილებლად დაინახავს ძალიან ბევრ საეჭვო დეტალს, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს დანაშაულებრივი, ორგანიზებული ჯგუფის არსებობასთან. _ ბატონო დიმიტრი, ბოლო დროს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ? _ პირველ […]
მეუფე პეტრე გიორგი ანდრიაძის წინააღმდეგ
_ ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ტელევიზიის დირექტორად გიორგი ანდრიაძე დაინიშნება, ეს ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ეკლესიისთვის და დიდი შეცდომა. ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ყოფილმა დირექტორმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ ტელევიზიის დირექტორის პოსტზე გიორგი ანდრიაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. _ მე უწმინდესს შევეკითხე და მან ვერ გამცა პასუხი. შესაბამისად, ველოდები, როდის შემატყობინებენ, ვინ მოვა და გადავაბარო სამუშო. […]
ქვათახევის მონასტერთან შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
კასპში, ქვათახევის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფრომაციით, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და თვითმკვლელობის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ანა სუბელიანმა თეა წულუკიანს სააპელაციოში დავა მოუგო
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ორი თანამშრომელი, ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. _ ჩვენი სარჩელი თითქმის სრულად დაკმაყოფილდა. აღგვადგინეს ტოლფას თანამდებობებზე და დაკმაყოფილდა სრულად იძულებით განაცდური, რაც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა, 3 წლის ხელფასი, _ აცხადებს ანი სუბელიანმა. სუბელიანის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, სადაც ისინი პირგასამტეხლოს ანაზღაურებას […]
დიდ დიღომში მამაკაცი მოკლეს
დიდ დიღომში, დიმიტრი თავდადებულის ქუჩაზე სროლის შედეგად შუახნის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 მარტს, საღამოს მოხდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ლანცეტში” გადაიყვანა, სადაც მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსს საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის პროცესში გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შსს ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
მიხეილ რამიშვილი: “შორენა თეთრუაშვილის ჩვენება მამა გიორგის უდანაშაულობაზე მიუთითებს”
ციანიდის საქმესთან დაკავშირებით 7 მარტს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ. რა საკითხზე იყო დაბარებული დაცვის მხარე პროკურატურაში? ამ საკითხზე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საუბრობს. _ ბატონო მიხეილ, პროკურატურამ დეკანოზ მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. რა ტიპის საგამოძიებო მოქმედებაზეა საუბარი? _ დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ, პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საპროცესო […]
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეს 7 ტყვია ესროლეს
გერმანიაში, ქალაქ ლაიფციგში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ახალგაზრდას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი თავში. ნიოპოსტის ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაჭრილის მეგობრები დახმარებას ითხოვენ. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს საქართველოს საკონსულო გერმანიაში არკვევს.
სტრასბურის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა
დღეს სტრასბურის სასამართლოს განმხილველმა პალატამ 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება ერთხმად გააგრძელა. ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს. ევროსასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე […]
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, 84 წლის ქალი გარდაცვლილი აბაზანაში ნახეს. ინტოქსიკაცია მიიღო მისმა შვილმა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა `რუსთავში~ გადაიყვანა. 60 წლამდე მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბოლო სამი დღის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ბებია და […]










