ინფრასტრუქტურული პრობლემები ქუთაისში – ქუჩებში ყოველი წვიმის შემდეგ ტბები დგება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ კანალიზაცია გზებზე მოედინება და სახლების ეზოებში შედის. როგორც mtavari.tv-ის ადგილობრივები ეუბნებიან, უკვე 2 წელია, გადათხრილი ქუჩების გამო, გადაადგილება შეუძლებელია. მთავარი
კატეგორია: საზოგადოება
ხობი დაიტბორა
“მისი კვალი იკარგება წოდორეთისკენ, მოძრაობდა მოტოთი” – გიორგი ჭოლოკავა იპოვეს
ბიჭი, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს. როგორც თამუნა მუსერიძე წერს, გიორგი ჭოლოკავა თავს კარგად გრძნობს და ჯანმრთელად არის. ახალგაზრდა სამშაბათს, შუადღის 3 საათზე სახლიდან გავიდა და აღარ გამოჩენილა. ბოლოს ლისის ტბის ტერიტორიაზე, წოდორეთის მიმართულებით მოძრაობდა მოტოციკლით. “სამშაბათს , შუადღის 3 საათზე სახლიდან გავიდა ჩვენი მეგობარი გიორგი ჭოლოკავა, (ჭოლო) კვალი […]
საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა
საქართველო-რუსეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბიძგები თბილისის დროით 07:34 საათზე დაფიქსირდა. „მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, დაღესტანთან მოხდა. ბიძგების სიძლიერემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
3.034 ინფიცირებული, 86 გარდაცვლილი, 3.952 განკურნებული – 2 სექტემბრის კოვიდ სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 132 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 268 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 034 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 559 943-ს. […]
ბოკერიას კლინიკაში კოვიდით გარდაიცვალა ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა
ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა. როგორც ფორმულას კლინიკაში უთხრეს, პაციენტი თბილისში ქუთაისიდან გადმოიყვანეს და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. “ქუთაისში გააჩინა კლინიკა ბომონდში, შემდეგ ჩვენთან გადმოიყვანეს. გაურთულდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე იყო”, – ამბობენ კლინიკაში. საქართველოში კორონავირუსით ორსულის გარდაცვალების 13 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ორსულების აცრა ფაიზერის ვაქცინითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის […]
ბათუმში კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის მარი მახარაძეა
ბათუმში დღეს, კორონავირუსით 20 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფიცირებული კლინიკა ”მედცენტრში” მკურნალობდა. 20 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაღუპული მარი მახარაძეა, რომელიც ოჯახთან ერთად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აგარაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და 6 თვის ბიჭი დარჩა. მარი მახარაძემ და გიორგი ფარტენაძემ 2019 წელს იქორწინეს, 6 თვის წინ კი მშობლები გახდნენ. […]
ჯერ დედამთილი გარდაიცვალა, შემდეგ – 20 წლის რძალი – რა მოხდა აჭარაში
გუშინ ბათუმში კოვიდ 19-ით 20 წლის ქალი გარდაიცვალა. გასულ კვირას მისი დედამთილი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ქედის მუნიციპალიტეტიდან ჩამოიყვანეს. 31 აგვისტოს ის კლინიკა „მედცენტრში“ მოათავსეს. მას 8 თვის შვილი ჰყავს. პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, კლინიკაში შეყვანის დროს ახალგაზრდა ქალს სატურაცია […]









